Home
ქართული | English
თებერვალი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
26272829123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პოლონელი ღვინის პროფესიონალები საქართველოს ესტუმრნენ

თბილისს პოლონელი ღვინის ექსპერტები ესტუმრნენ, მათი მიზანი კი, როგორც საიტზე ვკითხულობთ, ღვინის ექსპორტის ხელშეწყობა და ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლებაა. პროფესიონალთა ტური ჩატარდა კახეთში, საქართველოს ძირითად ღვინის რეგიონში, სადაც სტუმრები სხვადასხვა ღვინის კომპანიას, მეღვინეობებს, ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას. დააგმოვნეს როგორც ქვევრის, ასევე კლასიკური (ევროპული) წესით დაყენებული ღვინოებიც.

პოლონეთი ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც უკვე წლებია ქართული ღვინსი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში დაიმკვიდრა ადგილი.“ - ვკითხულობთ ღვინის ეროვნული სააგენტოს გვერდზე.

საქართველოში პოლონელთა 10 კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა, მათგან 7 კომერციული სექტორის, 2 კომერციული სექტორის და კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის People PR-ის წარმომადგენლები იყვნენ, ასევე ქართული ღვინის ბრენდ ამბასადორი პოლონეთში ქეთი ფრანგულიშვილის. დეგუსტაცია კი, Wolkaround Tasting, თბილისში, სასტუმრო ბილტმორში 16 ოქტომბერს გაიმართა, სადაც 30 ქართული ღვინის კომპანია იყო.

პოლონეთში 7-11 ნოემბერს ქართული ღვინის ფესტივალი იმართება. 22 აპრილს Confretti Wine Fest გაიმართა ასევე კრაკოვში, სადაც ქართული ღვინის მიმართ დაინტერესება განსაკუთრებით დიდი იყო: „ფესტივალზე გამოხმაურებამ და ინტერესმა მოლოდინსაც კი გადააჭარბა. გარდა იმისა, რომ ქვევრის ღვინო ძალიან საინტერესოა მათთვის, განსაკუთრებით მაინც ქარვისფერი ღვინო აინტერესებთ, ეს, ალბათ, უცხოობის გამო. დიდი ხანია, რაც ამ კატეგორიის შესახებ ესმით და ყველაზე მეტ კითხვასაც ქარვისფერ ღვინოზე სხვამენ, როგორ ვაყენებთ, რა ტექნოლოგიით და ა.შ” - აღნიშნა ბექა ჯიმშელაძემ „ველინოდან“.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთში ღვინის მოხმარების კულტურა არც ისე მაღალია. ძირითადი ღვინო, რაც პოლონეთში საქართველოდან იყიდება, ეს არის ნახევრადტკბილი და ნახევრადმშრალი, თუმცა ამ 10 წელიწადში ღვინის წარმოება 200%-ით გაიზარდა.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული