Home
ქართული | English
სექტემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნატურალური ღვინის ტრადიციული გამოფენები საფრანგეთში

 

2, 3 და 4 თებერვალს, საფრანგეთში, ლუარას ხეობაში, ნატურალური ღვინის ტრადიციული გამოფენა გაიმართა, რომელშიც ქართველმა მეღვინეებმა - რამაზ ნიკოლაძემ და ჯონ ვურდემანმაც მიიღეს მონაწილეობა. ქალაქ ანჟერში მდებარე სასტუმრო Les Pénitentes, რომელიც მეთხუთმეტე საუკუნის ისტორიულ შენობაშია განთავსებული, ამჯერადაც იქცა მთელი მსოფლიოდან ჩასული ღვინის პროფესიონალების თავშეყრის ადგილად.

 

5-6 თებერვალს ისევ საფრანგეთში, ამჯერად ქალაქ სომურში გამართულ ნატურალური ღვინის ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს: იაგოს ღვინომ, ოქრო ღვინომ, ალაფიანის მარანმა და არჩილ გუნიავას მარანმა.

 

ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან მეღვინეები ერთმანეთს უზიარებენ არა მხოლოდ საკუთარ ღვინოს, არამედ აზრებსა და გამოცდილებას, ეს კი დადებითად აისახება მცირე მარნების განვითარებასა და ახალი ბაზრების ათვისებაზე.

 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული