Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეღვინეობის სკანდინავიური სტილი - როგორია შვედური ღვინო

იტალიური, ფრანგული, ესპანური, არგენტინული ღვინო ბევრს გაუგია, თუმცა სკანდინავიური ღვინისა და იქ გავრცელებული ვაზის ჯიშების შესახებ ცოტას თუ სმენია. ამ სტატიაში სკანდინავიური, მეტწილად კი შვედური და ყინულის ღვინის შესახებ გიამბობთ.

სკანდინავიას ვაზის მოყვანისა და ღვინის წარმოების ტრადიცია, როგორც ასეთი, არ აქვს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. შვედეთი მხოლოდ 1999 წელს გახდა ოფიციალურად ღვინის მწარმოებელი ქვეყანა. თუმცა აქ თაფლუჭისა და ლუდის დამზადების ხანგრძლივი ტრადიცია არსებობს.

Mead თაფლუჭი (თაფლის ღვინო) პირველად მზადდებოდა თაფლით და წყლით, სპონტანური დუღილით კი ალკოჰოლური სასმელი იწარმოებოდა. მოგვიანებით ალკოჰოლის უფრო ძლიერი კონცენტრაციის წარმოების ტექნიკა განვითარდა ევროპის აღმოსავლეთ ქვეყნებიდან. ამის შემდეგ დაიწყო კარტოფილისგან დამზადებული ალკოჰოლური სასმელების დიდი წარმოების ტენდენცია. მოგვიანებით მთავრობის მხრიდან აკრძალვის გამო ალკოჰოლი ძალიან მოთხოვნადი პროდუქტი გახდა. აკრძალვის მოხსნის შემდეგ სკანდინავია დაუბრუნდა ლუდის დამზადებას , ხოლო თაფლუჭის წარმოება შემცირდა. ალკოჰოლური სასმელებიც უფრო ფართოდ გახდა ხელმისაწვდომი. ნელ-ნელა სკანდინავიაში ღვინის წარმოებასაც მიჰყვეს ხელი.

კლიმატი

ვენახების უმეტესობა მდებარეობს სამხრეთ შვედეთში ან დანიაში. ნორვეგიას და ფინეთსაც აქვთ ვენახები, თუმცა არც იმდენი, რამდენიც შვედეთში, იქაც ვენახები ძირითადად სამხრეთშია გაშენებული.

შვედეთი ღვინის უმსხვილესი მწარმოებელია სკანდინავიაში. აქვთ ოფიციალური ყურძნის ჯიში, სახელწოდებით Solaris, თუმცა ხარობს სხვა ჯიშებიც. სკანდინავიაში თეთრი ვაზის ჯიშები დომინირებს, რადგან შეუძლია დაბალ ტემპერატურას გაუძლოს და ამავდროულად თავისი მახასიათებლები შეინარჩუნოს.

მეღვინეობის სკანდინავიური სტილი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Solaris არის ყველაზე გავრცელებული ჯიში, რომლითაც მრავალმხრივი ღვინოების წარმოებაა შესაძლებელი. სოლარისი გამოყენება ცქრიალა ღვინოების დასამზადებლადაც. როგორც წესი, ამზადებენ შამპანურის მეთოდის მსგავსად (მეორადი დუღილით) რადგან სწორედ ეს ითვლება ცქრიალას საუკეთესო ტექნიკად სკანდინავიაში ღვინის. ამ მეთოდით დამზადებისას მეღვინეს სურს ღვინის სიხალისე დიდ ხანს შეინარჩუნოს და მისი მოხმარება დაახლოებით 6-10 თვის შემდეგაც შეძლოს. 

მცირე რაოდენობით აწარმოებენ ვარდისფერ და წითელ ღვინოებისაც, იყენებენ Rondo-სა და კაბერნე კორტისს. მცირე რაოდენობით იმიტომ, რომ კლიმატის გამო ვარდისფერი და წითელი ღვინის წარმოება ძალიან შეზღუდულია.

სკანდინავიაში მოსავლის აღება ძირითადად ხდება ხელით, რადგან ვენახები ძალიან პატარაა. სკანდინავიაში ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ყველა ყურძნის ჯიშისა ან ღვინის წარმოება ნებადართულია. შვედეთში ძირითად ვაზის ჯიშებს შორის არის სოლარისი, რონდო, კაბერნე კორტისი, მუსკატი და სოვინიონ გრი. ეს ჯიშები არც თუ ისე გავრცელებულია სამხრეთ ევროპის სხვა რეგიონებში, მაგრამ აქ საკმაოდ შესაფერისია სკანდინავიური კლიმატისთვის. ეს ჯიშები ძალიან კარგად იტანს დაავადებებს და კლიმატს კარგად ერგება.

შვედეთში ვაზი მხოლოდ 100-150 ჰექტარზეა გაშენებული, რაც ძალიან მცირეა ღვინის მწარმოებელ ქვეყნებთან შედარებით. ყველაზე ჩრდილოეთით ვენახი მდებარეობს მალარდალენში (Mälardalen).  მაგრამ ღვინის წარმოების პერსპექტივა პერსპექტიული და ძალიან საინტერესოა მით უმეტეს მაშინ, რომ გლობალურ დათბობასთან ერთად კლიმატური მახასიათებლები იცვლება. 

თეთრი ღვინოები დომინირებს თავისი მახასიათებლებით: ყვავილოვანი არომატებით, ყვითელი ხილისა და მწვანე ვაშლის ტონებით. 

შვედეთში არსებობს “ყინულის ღვინის” (Eiswein) დამზადების ტექნოლოგიაც, როდესაც ღვინო ვაზზე შეყინული ყურძნისგან იწურება. ყურძენს ხელით, ძალიან ფრთხილად კრეფენ ზამთრის სეზონის დაწყებისას 0 - 7 გრადუს ტემპერატურამდე. 

მახასიათებლების თვალსაზრისით, ღვინო გამოირჩევა ყვითელი, ოქროსფერი შეფერილობით, პიტნის, გვირილის, თაფლის, გარგარისა და დაშაქრული ფორთოხლის არომატით.  დაღვინების შემთხვევაში დუღილს ბოლომდე არ ასრულებს, რის შედეგადაც ღვინოში დარჩენილი შაქრის შემცველობა ღვინის ტკბილ გემოს უზრუნველყოფსმოსავალს იღებენ ძირითადად ზამთარში, ნოემბერსა და დეკემბერში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ცნობილი მწარმოებლებს შორისაა:  Skepparps Vingård, Flyinge Vingård და Särtsöga Vingård. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული