Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეღვინეთა და ენოლოგთა მეორე საერთაშორისო ფორუმი ერევანში

ყველასათვის ცნობილია, რომ სომხეთი ბრენდის წარმოებაში განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზე დგას, თუმცა, როგორც კომპანია „შვიდის“ მეღვინეობის დეპარტამენტის მენეჯერი, მიშა მესხი აღნიშნავს, დღეისათვის სომხეთი აქტიურად ცდილობს მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზებას. ენოლოგს ამის თქმის საფუძველს აძლევს ის გამოცდილება, რასაც გაეცნო „მეღვინეთა და ენოლოგთა საერთაშორისო ფორუმზე“, რომელიც ამჯერად, ქ. ერევანში 19-22 მაისს ჩატარდა და რომლის ფარგლებშიც მეღვინეები, ენოლოგები და ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები აღმოსავლეთ ევროპიდან გაეცნენ სომხეთის სხვადასხვა რეგიონის მეღვინეობისა და ბრენდის წარმოების პრაქტიკებს. 

როგორც მიშა მესხი ღვინის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აღნიშნავს, ვენახების გაშენებისა და ღვინის წარმოების განვითარებაში სომხეთი დღეს აქტიურად თანამშრომლობს საფრანგეთის, იტალიის, არგენტინის შესაბამისი სფეროების სპეციალისტებთან. ღვინის კომპანიები ორიენტირებულნი არიან ვაზის ადგილობრივი ჯიშების - Areni, Kangun, Voskenaz - წარმოებაზე და ამ ჯიშების ყურძნისგან დაყენებული ღვინოების ხარისხი, მართლაც შესამჩნევია.

ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ აღმოსავლეთ ევროპის, თითქმის, ყველა ქვეყნის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წამყვანი კომპანიები, დარგის პროფესიონალები, სხვადასხვა კომერციული ორგანიზაციები - კომერციული სექტორის წარმომადგენლები. ფორუმი მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ ევროპაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესში ჩართული ორგანიზაციებისა და ინდივიდების შეხვედრას, გამოცდილებების გაზიარებას, ინფორმაციის გაცვლას თანამედროვე პრეპარატების გამოყენებასთან და ღვინის ხარისხზე მათს ზეგავლენასთან დაკავშირებით, ასევე, სხვადასხვა ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობას. ღონისძიების ორგანიზატორი იყო შამპანის ენოლოგიის ინსტიტუტი (IOC) და მათი პარტნიორი ადგილობრივი კომპანია Semina Consulting, თანაორგანიზატორი ორგანიზაციები კი იყვნენ Seguin Moreau და DIAM. 

ფორუმის ფარგლებში ჩატარდა თეორიული სემინარები ღვინის დამხმარე მასალების შესახებ, რასაც მოსდევდა მათი პრაქტიკული დემონსტრირება დეგუსტაციების თანხლებით. ასევე, მოეწყო მასტერკლასები, რაც შეეხებოდა მუხის ზეგავლენას ღვინოზე და კორპის საცობების გამოყენებას. თავიანთი პროდუქტია წარმოადგინეს კასრების მწარმოებელმა ცნობილმა კომპანიამ Seguin Moreau (საფრანგეთი) და საცობების მწარმოებელმა კომპანიამ DIAM (საფრანგეთი). ფორუმის წარმომადგენლები გაეცნენ ადგილობრივ საწარმოებს: Ararat, Combinat Noe, Armenia Wines, Hit Areni, Karas, Armazi. 

საქართველოდან ფორუმში მონაწილეობას იღებდა ღვინის მოწარმოებელი კომპანიები: „Chateau Mukhrani“, „მარნისკარი“, „ყვარლის მარანი“, „საწნახელი“, „შატო ნეკრესი“, „ტიფლისსკი ვინნი პოგრები“, „სარაჯიშვილი“, „ბაგრატიონი“, რომელთა პროდუქციამ დეგუსტაციებზე ფორუმის მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. საქართველოდან ფორუმში მონაწილეობდნენ, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და პროფესიონალი ენოლოგები. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა კომპანია „შვიდი“, როგორც შამპანის ენოლოგიის ინსტიტუტის (IOC) ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. დღესდღეობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები 2017 წელს „მეღვინეთა და ენოლოგთა საერთაშორისო ფორუმის“ მეოთხე გამოშვების საქართველოში ჩატარების თაობაზე, რაც ნიხეილ მესხის თქმით მნიშვნელოვანი სტიმული იქნება საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესის განვითარებისთვის. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული