Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მასტერკლასი ტალინში - “ქართული სამზარეულო და სუფრა”

21 ნოემბერს, ტალინში, ესტონეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, ქართული სამზარეულოს გაცნობისა და პოპულარიზაციის, ასევე საქართველოს  ტურისტული  პოტენციალის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ესტონეთში კულინარიისა და ტურიზმის მიმართულებით მოღვაწე ჟურნალისტებისათვის, ტურისტული კომპანიებისა და ბიზნეს სექტორის სხვა წარმომადგენლებისათვის  ქართული სამზარეულოს მასტერკლასი გაიმართა.

ყოველწლიური ღონისძიება სახელწოდებით „ქართული სამზარეულო და სუფრა“ ესტონეთში საქართველოს საგანგებო ელჩმა არჩილ ყარაულაშვილმა გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მოკლედ გააცნო საქართველოს ტურისტული პოტენციალი,  ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება და კულინარიასთან დაკავშირებული ტრადიციები. მან ასევე ისაუბრა სახელმწოფოს პოლიტიკისა და ინიციატივების თაობაზე მცირე ბიზნესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.

ქართული სამზარეულოს მასტერკლას ტალინის ქართული რესტორნის ,,ტავერნა თბილისის“ შეფ მზარეული, მამუკელ გორელაშვილი გაუძღვა, რომელმაც მოსულ სტუმრებს ტრადიციული კერძების, მათ შორის  ხინკლის, ხაჭაპურის მომზადება ასწავლა.

როგორც მარიამ ლებანიძე, საელჩოს უფროსი მრჩეველი აღნიშნავს, მასტერკლასზე კერძების გარდა ღვინის გასინჯვაც შეეძლოთ სტუმრებს: “ღონისძიებაზე  წარმოდგენილი იყო რამდენიმე სახის ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია, მათ შორის ჩაი და ღვინო. კომპანიების წარმომადგენელთა მიერ გაკეთდა მათი პროდუქციის პრეზენტაციები. მასტერკლასის მსვლელობისას სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ  ჩაისა და  ღვინის სხვადასხვა სახეობა.” მასტერკლასზე სტუმრებს შეეძლოთ დაეჭაშნიკებინათ “მუკუზნის ღვინის სარდაფის” ქვევრის რქაწითელი და ქვევრის პინო ნუარი, ასევე “ბერიკას” მწვანე და საფერავი.

მასტერკლასის მიზანი, როგორც მარიამი აღნიშნავს, სწორედ საქართველოს კულტურისა და სამზარეულოს მიმართ ცნობიერების ამაღლება იყო.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული