Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კარდანახი 1888, მცირე მარნების ანთოლოგია (71)

- როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

- კომპანია „კარდანახი 1888“ 2014 წელს დაარსდა.  როგორც ცნობილია, სოფელი კარდანახი საქართველოს მეღვინეობისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია.  ის  საქართველოში ერთადერთია, სადაც სამი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო გვხვდება. კომპანიის დამფუძნებლები წარმოშობით სწორედ ამ სოფლიდან არიან, მათ საკუთრებაში რამდენიმე ჰექტარი მიწა იყო. საქმის წამოწყებისკენ შეღავათიანი აგროკრედიტის არსებობამ გვიბიძგა. ვენახის გაშენება და  ღვინის მარნის აშენება გადავწყვიტეთ, რომელიც ღვინის სახლად და სასტუმროდ განვითარდა.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

- დღეისათვის კომპანიის საკუთრებაში 16 ჰექტარი ვენახია, რომლის ნიადაგიც სრულად შესწავლილია (ანალიზები, ვერტიკალური ჭრილები). ოპტიმალური ვაზის საძირეები, კლონები შევარჩიეთ და 14 სხვადასხვა ვაზის ჯიში გავაშენეთ,  (რქაწითელი, მწვანე კახური, ხიხვი, ქისი, ჩიტისთვალა ბოდბური, კახური მცვივანი, მუსკატი, შარდონე, სემილიონი, საფერავი, კაბერნე სოვინიონი, მერლო, პეწი ვერდო.)

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- ჩვენთვის ადგილწარმოშობის ღვინოების პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია, ახოებს, წარაფს, და კარდანახს ძალიან ცოტა აწარმოებს.

„კარდანახი 1888“ 30 დასახელების სხვადასხვა ღვინოსა და მაღალალკოჰოლურ სასმელს აწარმოებს,  რომლებიც როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით მზადდება. მიგვაჩნია, რომ ღვინო ვენახიდან იწყება, სწორად მოვლილი ვენახი და ვაზი მეღვინეს მაღალხარისხიანი ღვინის დაყენების საშუალებას აძლევს. ჯიშების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ჩვენს მარანში ისეთ ღვინოებს შეხვდებით, რომლებიც სულ 1000 ბოთლი იწარმოება, შედეგად მთლიან პროცესს მეტ ყურადღებას ვუთმობთ.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- პირველი მოსავალი 2017 წელს მივიღეთ, ღვინის ჩამოსხმა და გაყიდვა ადგილობრივ ბაზარზე, მაღაზიებსა და ჰორეკა სექტორში 2020 წლეს დავიწყეთ. ქართული ბაზარი დღითიდღე უფრო კონკურენტული ხდება, ჩვენ გვჯერა და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კონკურენციაში ხარისხითა და ხასიათით მოწინავე პოზიციაზე ვიყოთ.

- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

- ჯერ-ჯერობით არ გადის.

- რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- წარმოების პროცესში მრავალი სირთულეა: მცენარეთა დაცვის ხარისხიანი საშუალებები, კომპეტენტური აგრონომების ნაკლებობა, სამეცნიერო ცენტრის (ლაბორატორიის) არარსებობა, მუშახელის ნაკლებობა.

- თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისათვის მეტი განათლებაა საჭირო.

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- დამწყებ მეწარმეებს მეტი განათლების მიღებას ვურჩევდი. ცოდნისა და განვითარების გარეშე კონკურენციის გაწევა, საერთაშორისო მასშტაბით, შეუძლებელი იქნება. განათლება დაგვეხმარება, რომ 8000 წელი მხოლოდ რიცხვად არ დარჩეს.

მარნის მისამართი: საქართველო, 1509, კახეთი, სოფ. კარდანახი კონსტანტინე აფხაზის #34

ტელეფონი: +995 032 2801 901  +995 599 929996

ელფოსტა: info@kardanakhi.ge

ვებ/ფეისბუკ გვერდი: www.kardanakhi.ge ,  Kardanakhi 1888

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული