Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იშვიათი ვაზის ჯიშები მსოფლიოში

ყურძნის ჯიშებისა და გეოგრაფიული არეალის სხვადასხვაობა ყოველთვის საინტერესოს და გამორჩეულს ქმნის მათთვის, ვისაც ღვინო უყვარს. მსოფლიოში არის ჯიშები, რომელთა შესახებაც ღვინის სამყაროში ახალბედებმაც იციან ან გაუგიათ მაინც, თუმცა ზოგი ისეთია, სომელიეებიც კი ვერ მოგიყვებია ნდაწვრილებით მათი მახასიათებლებზე. Sommelier Choice Award სწორედ ასეთი ტიპის ვაზის ჯიშებზე წერს. 

კარმენერი (Carmenere)

როდესაც ჩილეს ღვინოზე ფიქრობთ, ალბათ, გახსენდებათ მერლო, რომელიც ქვეყნის ღვინის ინდუსტრიის შედარებით ბიუჯეტურ მხარეზე დომინირებს. კარმენერის ყურძენი თავდაპირველად საფრანგეთში მოჰყავდათ. დღეს ეს ჯიში იშვიათად გვხვდება საფრანგეთში, ძირითადად ჩილეშია მისი წარმოება. ყურძნის ეს ჯიში ძალიან მგრძნობიარეა ფილოქსერას მიმართ, რაც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ამ ყურძენმა ვერ მიაღწია პოპულარობას მსოფლიოში. ვაზის ეს ჯიში, როდესაც მისი ყვავილობა შესაბამის პირობებში ხდება, იძლევა ღვინოს, რომელსაც ადარებენ მერლოსა და კაბერნე სოვინიონს. კარმენერის ღვინოში იგრძნობა პიკანტური კენკრის არომატები, არის ძალიან რბილი, რითიც გამორჩეულია, და სასიამოვნოდ დასალევი.

მონიკა (Monica)

მონიკა ვაზის ჯიშია, რომელიც მხოლოდ კუნძულ სარდინიაზე, იტალიის დასავლეთ სანაპიროზე გვხვდება. მისგან მარტივ, სუფრის ღვინოს აწარმოებენ ხოლმე, რომლებიც განკუთვნილია ყოველდღიური მოხმარებისთვის, რადგან საშუალო სხეულით, ნაზი ტანინებით, წითელი კენკრისა და მწვანილის არომატით ხასიათდება, ხშირად მიწის ტონებსაც იგრძნობთ მასში. ვაზი მწარმოებლებს ძალიან უყვართ, რადგან ადვილად მოსავლელია და სხვადასხვანაირ შედეგს იძლევა. მონიკა შეიძლება გადამწიფდეს, რის შედეგადაც ღვინოს გადაჭარბებული ალკოჰოლის შემცველობა ექნება, ამიტომ მუდმივი სიფრთხილეა საჭირო ვენახში მონიკას მოყვანისას.

ფურმინტი (Furmint)

ეს ცენტრალუი ევროპის ყურძენი ყურძენია, რომელიც ჩვეულებრივ უნგრეთში ხარობს და მისგან რჩეული სადესერტო ღვინოების მიღება შეგიძლიათ.  ფურმინტს იპოვით დედამიწის ნებისმიერ წერტილში: “ეს არის უაღრესად მრავალმხრივი ყურძენი, რომელსაც შეუძლია ტკბილი და მშრალი ღვინის წარმოება. მასში აღმოაჩენთ მშრალი გარგრის, მუქი თაფლის, დაშაქრული თხილისა და მრავალი სხვა ჩირის ნოტებს. უხდება საშობაო ნამცხვრებსა და ახალი წლის სუფრას” - ვკითხულობთ სტატიაში.

ბარბერა (Barbera)

თუ გსურთ ისტორიული იტალიის ნამდვილი გემოთი დატკბეთ, ბარბერაზე გაემგზავრეთ. ეს ყურძენი ადრე ბევრად უფრო დიდ არეალებზე იყო დარგული. ბარბერას ვენახები იტალიაში ასობით წლის განმავლობაში მუდმივ გამოყენებაში იყო და ბევრი ვაზი იქ მართლაც უძველესი დროიდან ხარობს. ბარბერა გამოიყენება ყოველდღიური სუფრის ღვინისთვის, რომელსაც ძირითადად ადგილობრივი ბაზარი მოიხმარს. 

ტრადიციულად, ბარბერა ავლენს წითელი ხილის არომატებს, დაბალი ტანინებით, მაღალი მჟავიანობითა და საშუალო სხეულიანობით. კლასიკური ბარბერას კერძებთან შეხამებისას იტალიური სამზარეულო გვახსენდება, განსაკუთრებით საქონლის ხორცის კერძები და პომიდვრის სოუსები. ბარბერას ძალიან კარგი დავარგების უნარი აქვს, მაგრამ შედარებით ახალგაზრდაც ერთი დიდი სიამოვნებაა.

ნერელო მასკალეზი (Nerelo Mascalese)

მუქი ფერის ყურძენი, რომელიც ჩვეულებრივ ეტნას ვულკანურ ფერდობებზე ხარობს. ეს ჯიში ღია ფერისაა, მაგრამ ზომიერად მაღალი ალკოჰოლის შემცველობა აქვს, ხასიათდება ხავერდოვანი ტანინებით, მინერალური ტონებით. იგრძნობთ წითელი ხილის სურნელებს, ბალახოვანი არომატებსა და ველური კენკრის ტონებს. ეს არის ძვირფასი ვაზი, რომელიც შედარებულია პინო ნუართან მისი დამახასიათებელი გემოს, ტანინებისა და ფერის გამო.

გალიოპო (Gaglioppo)

გალიოპო არის სამხრეთ იტალიური ყურძნის ჯიში, რომელსაც შეუძლია მშვენიერი, ვარდების არომატანი და მომხიბვლელი ტანინების ღვინის შექმნა. ვაზი მოჰყავთ მაღალ ფერდობებზე, რათა დაიცვან სამხრეთ იტალიის კლიმატისგან. ბევრი მწარმოებელი რთველს სეზონის დასაწყისში არჩევს, რათა მჟავიანობის კარგი დონე შეინარჩუნონ და თავიდან აიცილოს ზედმეტად ტკბილი ტონები. ასევე მნიშვნელოვანია მისი დუღილის ტემპერატურის კონტროლი, რადგან გაგლიოპოს ადვილად იჟანგება და სტრუქტურასაც მარტივად კარგავს, თუ ნება მიეცით, აუცილებლად გადახურდება. ამ ვაზის ჯიშისგან დამზადებული ღვინოები შესანიშნავად მკდის იტალიურ კერძებთან, როგორიცაა ბოლონიის მაკარონი, პიცა და ცხიმიანი ხორცის კერძები.

ტორონტესი (Torrontes)

ეს ყურძენი ჩვეულებრივ არგენტინასთან ასოცირდება. ეს თეთრი ყურძენი ქმნის გლუვ ღვინოს მაღალი მჟავიანობით და აქვს შესამჩნევი ყვავილოვანი არომატები, თეთრი ატმისა და ლიმონის ცედრის ნოტები. ითვლება საუკეთესო ღვინოდ ისეთ კერძებთან, როგორიცაა მექსიკური, ინდური და აზიური სამზარეულო.

გოდელო

ეს ხელახლა დაბადებული თეთრი საღვინე ყურძენია ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებიდან. მწარმოებლების მცირე რაოდენობის ძალისხმევამ არა მხოლოდ გადაარჩინა გოდელო - არამედ შთააგონა მეღვინეები ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში და პორტუგალიაშიც კი ეფიქრათ, რისი მიღწევა შეიძლება ამ ჯიშით. Godello-ს ახასიათებს მკვეთრი, ყვავილისა და ცხრატყავის ნაზი ყვავილოვანი არომატები. ღვინო უფრო მდიდარი და სხეულიანი ხდება მუხის კასრში ოდნავი დაძველებით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული