Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გიორგი ქემერტელიძე, მარანი ,,მარადიული” - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (26)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

მარნის დაარსება დიდი ხნის წინ მქონდა გადაწყვეტილი, გამომდინარე იქიდან, რომ გახლავართ ტურიზმის სფეროში მოღვაწე, ვმუშაობ ტურიზმის როგორც სახელმწიფო ასევე ბიზნეს სექტორში. ვარ ტურიზმის ექსპერტი. ჩემი ოჯახის ტრადიაცი იყო ქვევრის ღვინის წარმოება, გვაქვს საკუთარი ვენახები. გაშენებული ვაზი ეკუთვინის მამაჩემის, მარადი ქემერტელიძის ოჯახს, ამიტომ ღვინის მარანსაც ,,მარადიული მარანი’’ ვუწოდეთ. იგივე სახელწოდება აქვს ამ ვენახებიდან მიღებულ ღვინოებსაც, რომელსაც საკამაოდ ორიგინალური და თემატური შეფუთვა აქვს.

მარნის დაარსების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ ვაწარმოებთ უიშვიათესი ვაზის ჯიშის - ძელშავის ღვინოს, რომელმაც საკმაოდ მალე გაითქვა სახელი ქათულ ბიო-ნატურალური მეღვინოების ბაზარზე. აქედან გამომდინარე გაჩნდა საშუალება და საჭიროება იმისა, რომ შეგვექმნა სადეგუსტაციო ობიექტი. მარანი მდებარეობს ზემო იმერეთში, კერძოდ კი საჩხერეში სოფელ მერჯევში. ზემო იმერეთის ტერიტორიაზე არ არსებობს ღვინის არცერთი ტურისტული კერა, სწორედ ეს გახლდათ ერთ–ერთი მიზეზი იმისა, რომ უკვე არსებული მარნისთვის დამატებითი ელფერი შეგვეძინა, მკაფიოდ ყოფილიყო გამოკვეთილი სიძველის ეფექტები და შეგვენარჩუნებინა ავთენტურობა. ღვინის მარანი „მარადიული“ სტუმრებს სთავაზობს ნატურალური ღვინოების, სახვადასხვა სახის ხილისა და ჭაჭის არყის დეგუსტაციას. ასევე, შესაძლებელია თონეში პურის გამოცხობა და ბუხარში მწვადის შეწვა.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

ამჯერად გვაქვს მხოლოდ ძელშავისა და ცოლიკაურის ჯიშები. უკვე დაწყებული გვაქვს ვენახების გაფართოება და გაზაფხულისთვის გაიზრდება ვაზის რაოდენობა, სადაც მხოლოდ ძელშავისა ცოლიკაურის ჯიშის ვაზი იქნება გაშენებული.

ვენახები გაშენებულია ზღვის დონიდან დაახლოებით 600 მეტრზე. ნიადაგი პერიოდულად მდიდრდება ბიოჰუმუსით. მავნებელი დაავადებების წინააღმდეგ ვენახი იწამლება მხოლოდ ბიოპრეპარატებით.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ამჯერად ,,მარადიულის“ სახელით იწარმოება ძელშავის და ცოლიკაურის ვაზის ჯიშებისგან მიღებული ღვინოები, რომლებიც დაყენებულია ქვევრში - მარადი ქემერტელიძის ტრადიციულ მარანში. ღვინოში გოგირდი გამოიყენება კვამლის სახით. ღვინოები ფილტრაციასა და ქიმიურ დამუშავებას არ გადის და წარმოადგენს ნატურალური პროდუქტს. რაც შეეხება ძელშავს, მისგან მიიღება წითელი მშრალი ღვინო, რომელსაც ადგილობრივი კლიმატი მეტად განსხვავებულ, საინტერესო ხასიათსა და არომატს სძენს. 

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

გამოცდილმა მეღვინეებმა და ღვინის ექსპერტებმა ,,მარადიულის,, ღვინის დაგემოვნების და მისი წარმოების გაცნობის შემდეგ გვირჩიეს რომ გამოვსულიყავით ბიო-ნატურალური მეღვინეობის ბაზარზე. გაგვიწიეს რეკომენდაცია რამოდენიმე ღვინის ბართან და მაღაზიასთან. დასაწყისისთვის საცდელად შევიტანეთ რამოდენიმე ბოთლი. ცდამ გაამართლა და საკამოდ წარმატებულად იყიდება ,,მარადიულის“ ძელშავი. ამჯერად ღვინის შეძენა და დაგემოვნება შესაძლებელია შემდეგ ადგილებში: ღვინის ბარ-მაღაზია ,,ღVino Underground,, თბილისი, გალაკტიონ ტაბიძის 15; ღვინის ბარ-მაღაზია ,,g. Vino,, თბილისი, ერეკლე II ქუჩა 6.

ღვინის ბარ-რესტორანი ,,აზარფეშა,, თბილისი, ინგოროყვას 2; ღვინის ბარ-მაღაზია ,,ქართული კალათა,, თბილისი, კოტე აფხაზის ქუჩა 33; ღვინის მაღაზია ,,Vinotheca,, თბილისი, კოტე აფხაზის ქუჩა 33; ღვინის მაღაზია Vinomania თბილისი, კოტე აფხაზის ქუჩა 45; ბათუმი, გორგილაძის (ყოფილი ერას) ქუჩა 18. BQ Wine Bar-ში.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ღვინის მცირე რაოდენობის გამო ღვინო უცხოურ ბაზარზე არ გადის, თუმცა საკმაოდ დიდი დაინტერესებაა იაპონიის, აშშ-ს და პოლონეთის ბაზარზე.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს მევენახეობის და მეღვინეობის აქსესუარების არ არსებობა ან მაღალი ფასი. თანამედროვე ტექნიკური საშუალებების არ არსებობა ქათულ ბაზარზე. სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა უფრო მეტი დაინტერესება მცირე საოჯახო მარნების მიმართ.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის არის ქვეყნის სწორი და თანმიმდევრული სტრატეგია. რაც შეიძლება გამოიხატოს შემდგეში:

  • მცირე მევენახეობისა და მეღვინეობის პოპულარიზაცია.
  • მოსახლების ინფორმირება სწორად განვითარებული მევენახეობის და მეღვინეობის მიმართულებით.
  • კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა.
  • აქცენტების გაკეთება ღვინის ხარისხზე და არა მის არასწორად გაზრდილ რაოდენობაზე.
  • ავთენტურობის დაცვა ღვინის ტურიზმში.
  • საჭირო აქცენტების გაკეთება და ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია.
  • სწორი ნიშის დაჭერა ღვინის, როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ბაზრებზე (ქვევრის ღვინო, ბიო-ნატურალური პროდუქციის გაზრდა და პოპულარიზაცია).

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

დამწყებ მეღვინეებს ვურჩევდი:

  • თანმიმდევრულ განავითარებას.
  • ბევრ და საჭირო კონტაქტებს.
  • მეტი ინფორმაციის მიღებას ამ საქმის პროფესიონალებისგან - მეღვინეობის კურსებისა და ტრენინგების გავლას.
  • ღვინის ტურიზმის მიმართულებით დაინტერესებას და სადეგუსტაციო ადგილების ქართული ტრადიციული მიმართულებით განვითარებას.
  • ყურადღების გამახვილებას ღვინის ხარისხზე.
  • ქვევრის ღვინის წარმოებას.
  • ნატურალური ღვინის დაყენებას.
  • საკონტაქტო ინფორმაცია:
  • "მარადიული" მარანი /  Wine Cellar Maradiuli

    მისამართი: საჩხერე, სოფ.მერჯევი

    ტელეფონი: +995 599 70 64 61; +995 599 93 33 82

    ელფოსტა: maradiuli.winecellar@gmail.com

    ვებ/ფეისბუკგვერდი: მარადიული/Maradiuli

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



Dzalian magari gvinoa, me davagemovne da dzaan momewona


გამარჯობათ,დავიწყე ამჯიშის ქისის გაშენება კახეთში კერძოდ საგარეჯოში,რასმეტყვით ამჯიშის ავკარგიანობაზე? მე გაშენება გადავწყვიტე ამჯიშის იმიტომრო აქ არავის არააქვს და უბრალოდ ვიცირომ (ძვირფასი) ჯიშია და ვაპირებ ასევე საოჯახო მცირე მარნის შექმნას


ძალიან კარგი ჯიშია ქისი. მალე გაგვესინჯოს თქვენს ვენახეში მოწეული ქისიდან დაყენებული ღვინო. წარმატებები.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული