Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გია ტოგონიძე, ტოგონიძის ღვინო - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (44)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

მარნის დაარსება 2012 წელს გადავწვიტე, არსებული ოჯახური ტრადიციების გამო.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

ჩვენი ღვინო დგება იჯარით აღებული ვენახებიდან. ყურძნის ჯიშებია: კახური მწვანე, საფერავი და რქაწითელი.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ვაწარმოებთ კახურ მწვანეს, საფერავს, რქაწითელს და მტრედისფეხას. ღვინოები დაყენებულია ძველი ოჯახური ტრადიციების დაცვით. გაუფილტრავია.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

პირველადი ღვინო გავყიდეთ კერძო დაკვეთით, ხოლო შემდგომ მხოლოდ ღვინის მაღაზიებთან ვურთიერთობთ.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ყოფილა ასეთი შემთხვევებიც, მაგრამ მეგობრობის ფარგლებში.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

ეს საქმე საკმაოდ შრომატევადია და ალბათ ეს არის მისი მთავარი სირთულე.

ვფიქრობ, უნდა დაიხვეწოს ნატურალურ ღვინოსთან ურთიერთობა.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

ღვინის კულტურა ვერ განვითარდება თუ მომხმარებელი არ იქნება რელევანტური მის მიმართ.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

გულით მოეკიდონ ამ დიდებულ საქმიანობას.

ტოგონიძის ღვინო . Togonidze’s wine.

მარნის მისამართი: თელავის რაიონი, სოფ.შალაური

ტელეფონი: 591 22 95 94

ელფოსტა: giatogonidze4@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: https://www.facebook.com/togonidzeswine/

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული