Home
ქართული | English
ივნისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დაუფასებელი ღვინოები - Vine Pair

ღვინის სამყარო სავსეა ტენდენციებით, თუმცა პოპულარობა ხშირად სულაც არ ნიშნავს კარგ ან უკეთეს ხარისხს. იმის გამო, რომ ბევრი მოხმარებელი ღვინის ცნობადობის გამო ყიდულობს, ხშირად სხვა, უფრო უკეთესი ან უცნობი ღვინოები გვერდზე რჩება ხოლმე, ყურადღების მიღმა. “დაუფასებელი ღვინოების, ან კატეგორიისა და რეგიონების შესახებ ჩვენ 10 ღვინის პროფესიონალს ვკითხეთ აზრი, რათა ხალხს გავაცნოთ და მათ პოპულარიზაციაში პატარა წვლილი მაინც შევიტანოთ.” - ვკითხულობთ Vine Pair-ის სტატიაში. 

ფრანსის კულაგა, სან ფრანცისკოში Birch & Rye-ს აღმასრულებელი დირექტორი ფიქრობს, რომ მშრალი ვარდისფერი ღვინოები ყველაზე დაუფასებელია: “მათ აქვთ საოცრად მრაფალფეროვანი სტილი, ძალიან უხდება შერეული სუფრის უმეტეს კერძებსაც. მაგალითად, ერთ-ერთი ჩემი საყვარელია Domaine Tempier Rosé, რომლის არომატებსაც თანაბრად იგრძნობთ ზღვის პროდუქტებთან ერთადაც და ფრინველის არომატულ, მსუყე, ნოყიერ კერძთან დაგემოვნებისასაც" - აღნიშნავს ის. 

ენდრიუ ელდერი, ვაშინგტონელი სომელი დაუფასებელ ღვინოდ მიიჩნევს Cava-ს, კლასიკურ ესპანურ ცქრიალა ღვინოს: “ყველა prosecco-ს მიირთმევს, თუმცა გვერდზე რჩებათ Cava,რომელიც ძალიან არომატული და გემრიელია. ჩემს საყვარელ მწარმოებლებს შორის არიან Roger Goulart, Marrugat და Freixenet.” - ვკითხულობთ სტატიაში. 

ბლუ როკისთვის, რომელიც Bin Lu-ში მთავარ მზარეულადაც მუშაობს, ფრენსისის მსგავად ვარდისფერი ღვინო არაა იმდენად დაფასებული, რამდენადაც საჭიროა. მეთ სტემპი კი, ნაპას ველის სომელიე ასეთ კატეგორიად Muscadet-ს მიიჩნევს: “ეს ვაზის ჯიში შარდონეს მსგავსად არსებითად ნეიტრალური ხასიათისაა, მეღვინეობის ექსპერტებს კი მართლაც განსაცვიფრებელი ღვინოების წარმოება შეუძლიათ. მე მიყვარს კარგი, 8-10 წლით დაძველებული Cru Muscadet, რომლითაც ნამდვილად ისიამოვნებთ.” - ამბობს სტემპი.

ბელა ბაბიტი კი, ლონდონელი, No Mad-ის ღვინის ექსპერტი სავუაზე საუბრობს, ღვინის რეგიონზე, სადაც ცქრიალა ღვინოს წურავენ, მაგრამ ცნობილია ისეთი ჯიშებითაც, როგორიცაა Mondeuse და Altesse: “ჩემთვის განსაკუთრებულია Yves Duport-is ღვინოები, რითიც ნამდვილად ძალიან კარგად გაიცნობთ ამ რეგიონს”. სტატიას სრულად შეგიძლიათ Vine Pair-ის გვერდზე გადახედოთ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.