Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბიოდინამიკური მეღვინეობა - ორგანული ღვინოები

ტყის ხანძრები თანდათან უფრო და უფრო ხშირდება. როგორც სტატიიდან ვკითხულობთ, თანამედროვე ინდუსტრიული მეურნეობის მეთოდები გლობალურად გამონაბოლქვის 29%-ს იწვევს. გარდა ამისა, პრობლემაა გაზაფხულის ყინვები, სეტყვა, რომელიც ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად ბორდოში, ყოველწლიური მოვლენაა. მაშინ, როცა 20 წლის წინ რთველის მოსავალი სექტემბერში მოდიოდა, ახლა აგვისტოს რთველია ბუნებრივი. ესეც პრობლემაა, რადგან უფრო ხანგრძლივი ვეგეტაციის სეზონი უფრო უკეთესი ხარისხის ყურძენს იძლევა. ორგანული ღვინის მწარმოებლები არ იყენებენ პესტიციდებს. ზოგი მხოლოდ მცირე რაოდენობის სპილენძის სულფატს იყენებს, რათა თავიდან აირიდოს სიბინძურე.

სტატიაში ნახსენებია ბიოდინამიკური მეურნეობის შემდეგი, უფრო გაუმჯობესებული საფეხური, რომელიც რუდოლფ შტაინერის სწავლებაზეა დაფუძნებული: “ბიოდინამიკა მთვარის ფაზებს მიჰყვება და მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერულად ჯერ კიდევ არსებობს რაღაც-რაღაც კითხვები და ეჭვები, ფაქტია, რომ ყურძნის ხარისხი უმჯობესდება”.

ორგანული და ბიოდინამიკური მეღვინეობა უფრო და უფრო ფეხს იკიდებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ესპანეთი და საფრანგეთი, სადაც საშუალოდ ღვინის წარმოების ჯერ მხოლოდ 10%-ია ბიოდინამიკური. როგორც BioFach-ის მონაცემებიდან ვიგებთ, 2013 წლის შემდეგ ბიოდინამიკური მეღვინეობის წილი საფრანგეთში, იტალიასა დაესპანეთში 70%-ით გაიზარდა. ევროპის მევენახეობის ზონებში ორგანულად სერტიფიცირებული ვენახების საერთო წილი 3,4 -დან 9,5 პროცენტამდე გაიზარდა. მხოლოდ 1036 ვენახი მსოფლიოში Demeter-ისა ან Biodyvin-ის მიერაა დამოწმებული, რაც 38%-იან ზრდას წარმოადგენს. ყველაზე დიდი ვენახი, რომელიც ბიოდინამიკურ პრინციპს ეყრდნობა, არის Bodega Parra Jimenez, 500 ჰექტრით ლა მანჩაში. სამჯერ გაიზარდა ორგანულ ვენახთა მთლიანი ფართობიც 2008 წლიდან, 127 000-დან 422 000 ჰექმტამდე. ორგანული ვაზის ჯიშები ამჟამად მსოფლიოში მევენახეობის მთელი ფართობის 6%-ზე ოდნავ მეტს შეადგენს. გერმანიასა და მთელ ევროპაში ეს მაჩვენებელი 10%-ს უტოლდება. ორგანულ ვენახთა ყველაზე დიდი ფართობი ესპანეთს აქვს 113419 ჰექტრით, რაც მთელი ფართობის 12%-ს შეადგენს, ხოლო იტალიას ორგანული მეღვინეობის ყველაზე მაღალი წილი აქვს (15,9 % - 106 447 ჰექტარი). საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი ღვინის უმსხვილესი მწაროებელი ქვეყნებია და ორგანულ ვენახთა 74%-ს წარმოადგენენ. 

სტატიაში ავტორი რამდენიმე ორგანულ ღვინოს სთავაზობს მკითხველს. ერთ-ერთია B-liv Organic Sauvignon Blanc, chile - ეს საკმაოდ ატიპიური კაბერნე სოვინიონია, ახასიათებს ცოცხალი ციტრუსოვანი ვაშლის ხილისა და ვარდის არომატები. Ciello Rosso, Cantine Rallo Estat, Sicily IGP - ამ ღვინოში წითელი ხილისა, შოკოლადისა და ძირტკიბლას ნოტებს იგრძნობთ. Sculo del Vigneto Corvina Veronese IGP, Veneto, Italy - მას ალუბლისა და წითელი ხილის არომატები აქვს, ასევე სანელებლების სურნელი. მთლიანობაში კი ეს ღვინო ძალიან სასიამოვნოა ზაფხულის გრილ საღამოებში. სრული სია შეგიძლიათ ნახოთ საიტზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.