Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინის ფესტივალი 2019-ში მონაწილე ღვინის კომპანიები

2019 წლის 11 მაისს ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 78 ღვინის კომპანია, 153 მცირე საოჯახო მარანი, 19 სხვა კომპანია. სულ 250 ფესტივალის მონაწილეა.

წლევანდელი “ახალი ღვინის ფესტივალი” განსაკუთრებულია ღვინის კლუბისთვის. წელს სრულდება 10 წელი კლუბის დაარსებიდან, ხოლო ფესტივალი, რომელიც 11 მაისს გაიმართება მთაწმინდის პარკში, რიგით მე–10–ა. ახალი ღვინის ფესტივალი 2019–ის მხარდამჭერები ტრადიციულად არიან - ღვინის ეროვნული სააგენტო და ქ.თბილისის მერია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი "მარანი" (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი, ჯაკო FM. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი g.Vino, 8000 მოსავალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

ღვინის მოყვარულებსა და პროფესიონალებს დიდი სიამოვნება გელით - კახეთის, ქართლის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის საუკეთესო ღვინოები: რქაწითელი, საფერავი, ოცხანური საფერე, ქისი, ხიხვი, ჩინური, მწვანე კახური, თავკვერი, შავკაპიტო, ოჯალეში, ორბელური ოჯალეში, ალექსანდროული, მუჯურეთული, ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, წულუკიძის თეთრა, ჩხავერი, ძელშავი, სხილათუბანი, კუნძა, ხიდისთაური, კახური მცვივანი, საფერავი ბუდეშურისებრი და სხვ.

როგორც ყოველთვის, ახალი ღვინის ფესტივალზე დასწრება უფასოა. თქვენ გელით ასეულობით ახალი ღვინო, ახალი ჯიშები, ახალი სახელები და შთაბეჭდილებები.

ახალი ღვინის ფესტივალს ღვინის მწარმოებლების გარდა მოუთმენლად ელიან ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულები. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ახალი ღვინის ფესტივალის თარიღი (მაისის მეორე შაბათი) და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად.

ახალი ღვინის ფესტივალი 2019 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.

ფესტივალზე ისიამოვნებთ კარგი მუსიკით - ნალი ბენდი, ფოლკლორული ანსამბლი დიდგორი, რეზო კიკნაძის ჯაზ-ბენდი. იქნება სახალისო პროგრამა, ღვინის კლუბისგან გათამაშდება საუკეთესო ღვინით სავსე სასაჩუქრე კასრები, მეთუნე თიხის ნაკეთობების მასტერკლას ჩაატარებს და სხვა.

ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილე ღვინის კომპანიები:
1. ალაფიანის მარანი
2. ალექსანდრე დისტილერი
3. ანდრიას ღვინო
4. არტიზანი
5. ასკანელი
6. ახმეტის ღვინის სახლი
7. ბაბანეურის მარანი
8. ბაკაშვილი
9. ბუნებური
10. გაბრიელის ღვინო
11. გელოვანი
12. გურამ ბერუაშვილის მარანი
13. დავით მიხელიძის მარანი
14. დანიელი
15. დარსა
16. ვაზიანი
17. ვახტანგ ბერუაშვილის მარანი
18. ვილლა ვინიფერა
19. ვინო მარტვილე
20. ვინომი
21. ზეკარი
22. ზურაბ კვირიაშვილის ვენახები
23. თავანკარი
24. თბილღვინო
25. თელიანი ველი
26. თემი
27. თორელი ვაინს
28. იბერიელი
29. იმერული ღვინის კომპანია
30. კალამი
31. კასრელი
32. კახური
33. კორპორაცია ქინძმარაული
34. ლექსოს მარანი
35. ლოლაძეების საოჯახო მარანი
36. ლომთაძის ოჯახის ღვინო
37. მანაგაძეების ღვინის კომპანია
38. მართალი ღვინო
39. მეღვინეობა მუკუზანი
40. მეღვინეობა ხარება
41. მილდიანი
42. მათიაშვილის მარანი
43. მარანი უწყინარი
44. მარანი მილორაული
45. მარანი სანავარდო
46. მეღვინეობა გუდა
47. მეღვინეობა კახაბერი
48. მიშო პაპა
49. ნათენაძის მარანი 
50. ნაოტარი
51. ნაოტრები
52. ნასრაშვილების მარანი
53. ნიკიფორე
54. ნოდარ ბაღაშვილის მარანი
55. ორი მარანი
56. სამთავისის მარანი
57. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
58. საქართველოს სული
59. სესიაშვილი
60. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი
61. ტიფლისსკი ვინნი პოგრებ
62. ტოგონიძის ღვინო
63. ფაფრის ველი
64. ქართული ლეგენდა
65. ქართული ღვინის სახლი
66. ქართული ღვინოები
67. ღვარძელაშვილის მარანი
68. ყვარელი 2017
69. შალვინო
70. შატე
71. შენგელი
72. შუმი
73. ჩალაბრიანი
74. ჩვენი ღვინო
75. ჭონას მარანი
76. ჯაყელების ღვინო
77. ჯიველი
78. Khashmi Family Winery


სხვა კომპანიები:


79. ტაბლა ნოვა
80. ღვინტესტი
81. VINO & VINO
82. Keiko&Maika
83. კოლორპაკი
84. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
85. საფერიკო
86. ხურჯინი
ააიპ და სახელმწიფო ორგანიზაციები:
87. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია
88. ღვინის კლუბი


ტრადიციული და თანამედროვე ხელნაკეთი ნივთები

 

89.რამაზ გახუტიშვილი, მეთუნე
90. არტმანი
91. დეკარტი
92. ლორინა არტ
93. მარიამ ბულაცაშვილის ხელნაკეთი ნივთები
94. ფოტია
95. ქართული სუფრა ნიკოლოზ ნუცუბიძისგან
96. LiaArt
97. Mariami Made in Georgia

 

ფესტივალის მონაწილე საოჯახო მარნების სია იხილეთ აქ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.