Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინის ფესტივალი 2018 -ში მონაწილე ღვინის კომპანიები ცნობილია

შეგახსენებთ, რომ ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობისთვის, ღვინის კომპანიებმა და საოჯახო მარნებმა გაიარეს რეგისტრაცია, 21 თებერვლიდან - 5 აპრილის ჩათვლით.

ღვინის კომპანიებისა და მცირე საოჯახო მარნების მხრიდან აქტივობა დიდი იყო. სულ დარეგისტრირდა 300 მდე მონაწილე, აქედან, 81 ღვინის დიდი კომპანია და საშუალო, 236 მცირე საოჯახო მარანი, 6 სხვა კომპანია - ღვინის აქსესუარები, ჭურჭელი, დანადგარები, გამომცემლობა, ფინანსური სერვისები და მცირე მეწარმეები.

ფესტივალში მონაწილე საოჯახო მარნების შესარჩევი დეგუსტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. საფესტივალოდ სულ  236 საოჯახო მარნის 422 ღვინო შემოვიდა, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ღვინის კლუბის მიერ შერჩეული სადეგუსტაციო კომისია, კომპეტენტური ღვინის პროფესიონალებისა და ექსპერტების შემადგენლობით, ეტაპობრივად ატარებენ დეგუსტაციებს ფესტივალის პარტნიორ ღვინის ბარ g.vino-ში. დეგუსტაციაზე ღვინო ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: ვიზუალი (0-2 ქულა), სურნელი (0-4 ქულა) და გემო (0-4 ქულა). საუკეთესო შეფასება, თუ ყველა კრიტერიუმში მაქსიმალური ქულა აიღო, არის 10. საბოლოო შედეგები აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი და გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე.

ქართული ღვინის ყველა ქომაგს წლევანდელი ახალი ღვინის ფესტივალი კვლავ მთაწმინდის პარკში ელის. 12 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები ფესტივალის სტუმრებს დაახვედრებენ ბოლო მოსავლის (2017 წლის) საუკეთესო ღვინოებს. ახალი ღვინის ფესტივალის ხიბლი სწორედ მრავალფეროვნება და ახალი გემოების აღმოჩენაა, თან უშუალოდ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრისას უფრო მეტის გაგება შეგვიძლია იმ ღვინის შესახებ, რომელსაც დავაგემოვნებთ და მოგვეწონება.

მაშ ასე, ახალი ღვინის ფესტივალი 2018 მიესალმება მონაწილე კომპანიებს:

ალაფიანის მარანი

ალექსანდრე დისტილერი

აპოგიოსი

არტიზანი

ასკანელი

ახმეტის ღვინის სახლი

ბაბანეურის მარანი

ბატონო

ბურჯანაძე-შანიძის მარანი ქვიბარი

Bq Wine Bar

გოცას ღვინო

გურამ ბერუაშვილის მარანი

დავით მიხელიძის მარანი

დარსა 

დორემი

ენოგრუპი

Ethno

ვაზიანი კომპანი

ვარციხის მარანი

ვახტანგ ბერუაშვილის საოჯახო მარანი

ვინო მარტვილე

ზეკარი

ზურაბ თოფურიძის მარანი იბერიელი

თბილღვინო

თელავის ძველი მარანი

თელიანი ველი

იმერული ღვინის სახლი

კალამი

კახური

Color Pack

კოოპერატივი გავაზის საუკეთესო ვენახები

კორპორაცია ქინძმარაული

კონჭო&კო

Kostarov Family Winery

LAPATI WINES

ლექსოს მარანი

Loladze Family winery

ლომთაძეების მარანი ველისციხე

მარანი სანავარდო

მეღვინეობა ართანა

მეღვინეობა გუდა

მიშო პაპა

მარანი კასრელი

მანაგაძეების ღვინის კომპანია

მართალი ღვინო

მეღვინეობა ხარება

ნაბერაული

ნაოტრები

ნიამორი

ნიკიფორე

ნიკა ვაჩეიშვილის მარანი

ნოდარ ბაღაშვილის მარანი

ორი მარანი

საგვარეულო მარანი

სამთავისის მარანი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

საქართველოს სული

საქველმოქმედო კავშირი თემი

საწნახელი

სესიაშვილის მარანი

სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი

Sun Wine

ტაბლა ნოვა

ტიფლისკი ვინნი პოგრებ

ტოგონიძის ღვინო

ფაფრის ველი

ქართული განძი

ქართული ღვინოები

ქართული ღვინის სახლი

ღვინის კომპანია შუმი

ღვინის ქურდები

შავგულიძის შავკაპიტო

შალვინო

შატე

შატო ხაშმი

შენი ღვინო

ჭონას მარანი

ხოხბის ცრემლები

ჯაყელების ღვინო

ჯივაინი

ჯიველი

 

სხვა კომპანიები:

BDO ფინანსური სერვისები

საფერიკო

გამომცემლობაავტოგრაფი

Vinorob

ხურჯინი

 

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა:

ფოტია

Irendesign

არტმანი

ქართული სუფრა ნიკოლოზ ნუცუბიძისგან

Xati.Z. Accessories

ლია სახიაშვილი, ხელნაკეთი ნივთები

Iveri Handmade Jewelry

MB Enamel

ტრადიციული მოდის სახლი

Mz Ceramics

გახსენი

ახალი ღვინის ფესტივალი წლების მანძილზე უკვე ნამდვილ სახალხო დღესასწაულად ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი მიზანიც ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა. 2010 წლიდან დაწყებული, ყოველ წელს ფესტივალის მასშტაბი იზრდება, ახალ-ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები გამოდიან ასპარეზზე და გვაცნობენ თავიანთ მოსავალს, ნაშრომს. 2017 წელს ფესტივალზე შეკრებილი იყო დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ასოციაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები - სულ 200-ზე მეტი სუბიექტი.

ახალი ღვინის ფესტივალს ღვინის მწარმოებლების გარდა მოუთმენლად ელიან ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულები. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ახალი ღვინის ფესტივალის თარიღი (მაისის მეორე შაბათი) და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად.

ახალი ღვინის ფესტივალი 2018 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.

ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა. ფესტივალზე ისიამოვნებთ კარგი მუსიკით - ნალი ბენდი, ფოლკლორული ანსამბლი დიდგორი, რეზო კიკნაძის ჯაზ-ბენდი და ხონის სახალხო სასულე ორკესტრი. იქნება სახალისო პროგრამა, გათამაშდება საუკეთესო ღვინით სავსე სასაჩუქრე კასრები, მეთუნე თიხის ნაკეთობების მასტერკლას ჩაატარებს და სხვა.

საქართველოს ღვინის კლუბი 2018 წლის 12 მაისს რიგით მეცხრე ახალი ღვინის ფესტივალს ჩაატარებს. ახალი ღვინის ფესტივალი 2018-ის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და . თბილისის მერია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს "მარანი" (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი, რადიო Jako fm. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ღვინის ბარი g.vino.

English

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული