Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ავსტრალიელი მოგზაურის გზამკვლევი კახეთში

კახეთსა და სხვა ღვინის რეგიონებს ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი სტუმარი ჰყავს: “თუ თქვენ ღვინის მოყვარული ხართ ან თუნდაც სომელიობისაკენ ისწრაფვით, მაშინ აუცილებლად უნდა ჩახვიდეთ კახეთში, საქართველოს წამყვან ღვინის რეგიონში და საფერავი დააჭაშნიკოთ”, წერს ემილი ლაში, ავსტრალიელი “ბლოგერი” და მოგზაური.  

ემილი ქართულ ღვინის კულტურაზე საუბრობს, მევენახეობა-მეღვინეობაზე, ისტორიასა და ქვევრის ტექნოლოგიაზე: “მეღვინეობა, სადღეგრძელოები და ზოგადად ღვინის კულტურა განუყოფელი ნაწილია ქართული ისტორიის, ფოლკლორისა და რელიგიისა. როდესაც კახეთს ესტუმრებით, თქვენ იქ არა მხოლოდ ქართულ უნიკალურ ღვინოს დააჭაშნიკებთ, არამედ მთლიანად აღმოაჩენთ იმ კულტურასა და მის საინტერესო ელემენტებს, რომლებიც ჩემთვის კახეთს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო რეგიონად აქცევს” - აღნიშნავს მწერალი. 

ავტორი წერს, რომ კახეთი ძალიან ბევრჯერ მოუნახულებია: “სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი რამდენჯერ ვარ კახეთში ნამყოფი. აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავთ საშუალო და მცირე მარნებს, მონასტრებს, სადაც ღვინოს აწარმოებენ, მშვენიერ ვენახებს, ხედებს და ა.შ”. ემილი მკითხველს კახეთში ჩასვლას და იქ რომელიმე ოჯახური მარნიდან ქვევრის ღვინის დაჭაშნიკებას ურჩევს: “ყველაზე დასამახსოვრებელი ჩვეულებრივ საოჯახო მარნებში მიიღებული გამოცდილებაა, სადაც შედარებით მცირე წარმოება და ძალიან დიდი ცოდნაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.” - ემილის რჩეულ მარნებს მისსავე გვერდზე აღმოაჩენთ.

მკითხველს ალავერდის, ბოდბის მონასტრის, იყალთოსა და შუამთის მონახულებასაც ურჩევს, ასევე თელავის ბაზრის აღმოჩენასა და რა თქმა უნდა, კახური კერძების დაგემოვნებას: “ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია კახეთს ყოველ სეზონზე ვესტუმრო. ზაფხულში ვაზები დამძიმებულია ლამაზი, მსხვილი მტევნებით, წელიწადის ამ დროს ცხელა და განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. გაზაფხულობით (განსაკუთრებით აპრილისა და მაისის მიწურულს) კახეთი ძალიან სასიამოვნოა, თბილა და ალუბლის ხეებისა და ვაზის ყვავილობა ძალიან უხდება იქაურობას, ყველაფერი ხასხასა მწვანე და უდავოდ ძალიან ლამაზია.“ - აღნიშნავს ემილი და დასძენს იმასაც, რომ ყველაზე  შთამბეჭდავი დრო მაინც შემოდგომაა, როდესაც კახეთში რთველი იწყება და იქაურობა ქარვისფერი ხდება. სტატიას სრულად ემილი ლაშის გვერდზე შეგიძლიათ წაიკითხოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული