Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ამერიკელი მეღვინის უკრაინული გამოცდილება

ბრუს შნეიდერი ამერიკაში დაბადებულო მეღვინეა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ვინც კასრის ღვინის მოძრაობას (keg wine movement) შეუერთდა. მისი კარიერა ძალიან მრავალფეროვანია და მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული უკრაინულ ღვინოსთან. ყველაფერი კი ოჯახის ისტორიის კვლევის პროცესში დაიწყო.  Grape Collective-თვის მიცემულ ინტერვიუში მან თავისი ოჯახის ისტორიასა და ტრადიციებზე, უკრაინული მეღვინეობის მდგომარეობაზე ისაუბრა, რაზეც საკუთარი მოსაზრებაც დააფიქსირა.

შნეიდერი ვენახს ლონგ აილენდში ფლობს. მას ღვინის დაყენებისას არაერთი ექსპერიმენტისთვის მიუმართავს. ამ ეტაპზე კი, სხვა ბევრ საქმიანობასთან ერთად, ამერიკაში უკრაინული ღვინის იმპორტიორია. მის მიერ უკრაინის დასავლეთში წამოწყებულ პროექტს Elijah’s Fifth Cup ჰქვია, რომლის ბედი და მომავალი ახლა ძალიან ბუნდოვანია.

შნეიდერის ცხოვრებაში ღვინოს მნიშვნელოვანი ადგილი ბავშვობიდან ეკავა. ღვინო და უკრაინა მისი ოჯახის ისტორიის ნაწილი ყოველთვის იყო. მისი ბებია და ბაბუა ნიუ ჯერსიში ღვინის მაღაზიის მფლობელები იყვნენ, თავად ბრუსი კი მესამე თაობაა, რომელიც ამ სფეროშია ჩართული.

შნეიდერი ინტერვიუში ჰყვება, რომ სტუდენტობის დროს, როდესაც ისტორიასა და ფრანგულს შეისწავლიდა,  სხვადასხვა ქვეყნის კულტურით დაინტერესდა. შემდეგ გაიაზრა, რომ ღვინის სფერო ამ ყველაფერში ძალიან დაეხმარებოდა. გერმანიაში ერთ-ერთი მოგზაურობისას უკრაინაში ვიზიტი დაგეგმა. როგორც ბევრი სხვა ებრაული ოჯახი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, იქ საცხოვრებლად ევროპიდან გადავიდნენ, ბრუსის წინაპრები კი უკრაინიდან იყო.

კიევში ვიზიტისას ის ერთ-ერთ ღვინის ბარს Like a Locals Wine-ს ესტუმრა. აქ მხოლოდ ადგილობრივი, უკრაინაში წარმოებული ღვინოები იყიდებოდა, რომლის შესახებაც ამერიკელ მეღვინეს არაფერი სმენოდა. აქედან დაიწყო მისი ინტერესი უკრაინული ღვინის მიმართ. სასმელი საკმაოდ იაფი ღირდა და მარტივად მოახერხა ყველა მათგანი დაეგემოვნებინა ან შეეძინა. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც იგი ამერიკაში დაბრუნდა, ბარის დამფუძნებელი დაუკავშირდა. პროექტის იდეა სწორედ მაშინ გაჩნდა.

შნეიდერი ინტერვიუში განიხილავს უკრაინული ღვინის ისტორიას, რა გავლენა იქონია მასზე საბჭოთა წარსულმა და როგორ ზარალდება ის რუსეთის აგრესიით, 2014 წელსა თუ მიმდინარე ომის პირობებში.

ის ყურადღებას ამახვილებს ერთ-ერთ ყველაზე დიდ უკრაინულ მეღვინეობაზე - Chateau Chizey, რომლის ღვინის იმპორტსაც ახორციელებდა და მისი პროექტის მთავარი პარტნიორია. ეს კომპანია ღვინოს ტრანსკარპატიის მთებში აყენებს. პროექტ Elijah’s Fifth Cup-ზე საუბარი მათთან დაკავშირების შემდეგ დაიწყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილობრივი ტერუარი იყო, ვულკანური ქანები და ტემპერატურა ღვინისთვის კარგ პირობებს ქმნის, საბოლოოდ პროდუქტიც ხარისხიანი გამოდის.

ბრუს შნეიდერი საუბრობს იმ პრობლემებზე, რაც ადგილობრივ მეღვინეებს ომის დაწყებამდე ჰქონდათ. ღვინის ბაზარზე შესვლის მსურველთათვის ძალიან ბევრი წინაღობაა, რაც დარგის განვითარებასა და მრავალფეროვნებას ხელს უშლის. ბოლო მონაცემებით, უკრაინაში ღვინის მწარმოებელი 50 კომპანიაა, ზოგიერთი მათგანი  კი ძალიან პატარაა. Chateau Chizay ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წარმოებაა, ის ღვინოები კი, რომლებიც ებრაულ ტრადიციებსაც აერთიანებენ, შნეიდერის პროექტის ნაწილია. მისი რჩეული უკრაინული კაბერნეა, რასაც ამერიკაშიც ყიდის.

ამერიკელ მეღვინეს ომის პერიოდში მის უკრაინელ პარტნიორებთან ხშირი კონტაქტი აქვს. სიტუაცია დასავლეთ უკრაინაში შედარებით მშვიდია, თუმცა სექტორი მთელი ქვეყნის მასშტაბით სირთულეების წინაშეა. იმის გამო, რომ ომის პერიოდში ალკოჰოლის გაყიდვა და მოხმარება აიკრძალა, ბევრი მეღვინეობის მომავალი ძალიან ბუნდოვანია. თუმცა, შეზღუდვები უკვე მცირდება და მეღვინეობები ძალების მოკრებას ახერხებენ. რაც შეეხება უკრაინის სამხრეთ რეგიონებს, აქ ვენახებისა და მეღვინეობის ნაწილი სრულიად განადგურებული, დამწვარი ან გაძარცვულია. შნეიდერი სხვა მეღვინეებთან ერთად კამპანიაში GoFundMe ჩაერთო, რითაც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარებიან. თავად იმედოვნებს, რომ უკრაინული ღვინის ამერიკაში იმპორტის გაგრძელებას მოახერხებს, მთავარია უკრაინელ მეღვინეებს პროდუქციის მიწოდების საშუალება ჰქონდეთ. ინტერვიუში შნეიდერი უკრაინისადმი სოლიდარობას გამოხატავს და სექტორს დახმარებისკენ მოუწოდებს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული