Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Wine Spectator Grand Award 2022

wine spectator-მა ამასწინათ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ბოლო ორი, ძალზე რთული წელია შეჯამებული. საქმე ისაა, რომ მსოფლიოს რესტორნებმა ნაბიჯ-ნაბიჯ განაახლეს პროგრამები, რომლებიც ღვინის მოყვარულებს მათთან სტუმრობის მოტივაციას აძლევს. გაიმართა კონკურსიც. სტატიაში ვკითხულობთ, რომ კონკურსში მონაწილეობა 3200-მდე რესტორანმა მიიღო, აშშ-ს 50-ვე შტატიდან და 70-ზე მეტი ქვეყნიდან. ჯილდოები სამ კატეგორიაში გაიცა: ბრწყინვალების ჯილდო, საუკეთესო ჯილდო და Grand Award. სომელიე ჯეისონ ფერისი ამბობს, wine spectator-ის ჯილდო სტუმრებზე დადებითად მოქმედებს და მათ უფრო დიდ ინტერესს აღუძრავს: „როდესაც სტუმრები ლოგოს ხედავენ თქვენს მენიუში, ეს მათ არწმუნებს იმაში, რომ თქვენი ღვინის „პროგრამა“ სხვებთან შედარებით გამორჩეულია“. რესტორანი, რომელშიც ის მუშაობს, ნიუ იორკ-ის Finger Lakes-ის ღვინის რეგიონშია და პირველი ჯილდოს მფლობელი გახდა.

კომენტარს აკეთებს Award of Excellence-ით დაჯილდოვებული Avanti Restaurant-ის მფლობელი ნაიჯეონ მალეკიც: „Wine Spectator Restaurant Award-ის მოგება ნიშნავს შეურთდე ღვინის მოყვარულთა საერთაშორისო საზოგადოებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული რესტორნისთვის. ამასთანავე კი ეს ჯილდო დიდ სოციალურ გავლენასაც ახდენს“.

წელს 1782-მა რესტორანმა დაიმსახურა Award of Excellence, 1290-მა კი Best of Award. ეს რესტორნები დაახლოებით 350 კარგად შერჩეულ ღვინოს სთავაზობს სტუმრებს, ტოპ მწარმოებლების ღვინოების დიდ ასორტიმენტს, სხვადასხვა მოსავლისა და ვენახების ფართო არჩევანს. Grand Award არის ამ კონკურსის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო და ენიჭება ისეთ რესტორნებს, რომლებსაც, როგორც წესი, 1000-ზე მეტი ღვინის არჩევანი აქვთ, წარმოდგენილი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მწარმოებლების სხვადასხვა მოსავლის სხვადასხვა ტიპის ღვინოებით. ამ ჯილდოს მფლობელმა სტუმარი ორიგინალური პრეზენტაციით, უზადო მომსახურებითა და ღვინის უბადლო ცოდნით უნდა გააკვირვოს. საბოლოო ჯამში, Wine Spectator-ის საუკეთესო ჯილდო მსოფლიოს მხოლოდ 97 რესტორანს შეხვდა. ჯილდოების სრული სია შეგიძლიათ საიტის გვერდზე ნახოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული