Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Vinexpo Bordeaux 2015. საქართველო - ახალ ამპლუაში

14 ივნისს ბორდოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის - Vinexpo Bordeaux 2015-ის - მე-18 გამოშვება გაიხსნა, რომელიც 18 ივნისამდე გასტანს.  გამოფენა 1981 წლიდან ტარდება ყოველ კენტ წელს და მას ორგანიზებას უწევს ბორდოს სავაჭრო და ინდუსტრიული პალატა. ღონისძიების წინა გამოშვებაში, 2013 წელს მონაწილეობას იღებდა 44 ქვეყნის 2400-მდე კომპანია და მას 148 ქვეყნის 48 858 ვიზიტორი სტუმრობდა. გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო ღონისძიებებს შორის, რომელსაც ესწრებიან გაყიდვების სფეროს პროფესიონალები მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან. ღონისძიების მიზანაი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიებისა და პროფესიონალების თავშეყრა და აღნიშნული ბიზნესის სტიმულირება. Vinexpo-ს გუნდის მიერ ორგანიზებული სავაჭრო შოუები დაინტერესებულ პირთათვის ახალი პროდუქტების აღმოჩენის მნიშვნელოვანი საშუალებაა. 

წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო Vinexpo Bordeaux-ზე პირველად არის წარმოდგენილი მასშტაბურად, ერთიანი ბრენდირებული სტენდის ქვეშ. საქართველოდან მონაწილეობას იღებს 12 კომპანია: შუმი, შატო მუხრანი, თბილღვინო, ბესინი, კახური, თელავის ღვინის მარანი, GWS,  ასკანელი ძმები, ჯეოვაინი, ვაზიანი კომპანი, ჩელთი, კახური ტრადიციული მეღვინეობა, გამოფენაზე, ასევე, დამოუკიდებლად მონაწილეობს ღვინის კომპანია - მეღვინეობა ხარება.

Vinexpo Bordeaux 2015-ის ფარგლებში ქართულ ღვინოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება ეთმობა. პირველი დეგუსტაცია - „ქართული ღვინო - იმედები და პარადოქსები“ (Georgian Wine – Promises and Paradoxes), რომელსაც ღვინის მაგისტრი, ლიზა გრანიკი (აშშ) უძღვებოდა, გამოფენის პირველ დღეს ჩატარდა, მეორე დეგუსტაცია დღეს, 15 ივნისს მოეწყობა სახელწოდებით „ქართული ღვინო - უძველესი და თანამედროვე“ (Georgian Wine – Ancient and Modern). ხვალ კი, 16 ივნისს ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება - დეგუსტაცია, სადაც განხილული იქნება ქართული ღვინის სტილისტიკის საერთაშორისო პერსპექტივები და, ბოლოს, ქვევრში ღვინის წარმოების მეთოდის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ღვინის კლუბის, Georgian Experience-ის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ღვინის ტურიზმის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ჩატარდება. პრეზენტაცია, რომელსაც Georgian Experience-ის დამფუძნებელი დავით ჯიშკარიანი და საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია გაუძღვება, დასრულდება ქვევრის ღვინის დეგუსტაციით.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული