Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თევზისა და ღვინის შეხამების საღამო

რესტორან “კალიფსოში,”გასულ კვირას ერთი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა რომელიც ღვინის კლუბისა და საქართველოს მეთევზეთა კლუბის თაოსნობით მოეწყო. კერძისა და ღვინის შეხამება ცალკე ხელოვნებაა და არასწორად არჩეული სასმელის შემთხვევაში შეიძლება ყველაზე გემრიელმა კერძმაც კი დაკარგოს თავისი პეწი. ქართული სუფრის ტრადიცია ცოტა განსხვავებულია და ჩვენში ნაკლებად ექცევა ყურადღება ერთი შეხედვით ისეთ მცირე დეტალებს, რომლებიც საბოლოოდ აყალიბებენ კერძითა და სასმელით შექმნილ ერთ მთლიან კომპოზიციას. ორგანიზატორებმა ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარეს. შეეცადნენ წარმოედგინათ საქართველოში გავრცელებული თევზის ჯიშებისა და მათთვის შესაბამისი ღვინოების შეხამება. ამ ფორმით კი - საუკეთესო წყვილები აღმოეჩინათ.

სადეგუსტაციოდ მომზადებულ მაგიდებზე გადანაწილებული იყო ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობები.  როგორც ცნობილია, თევზს უფრო მეტად თეთრ ღვინოს შეუხამებენ და ამიტომ თეთრი ღვინო ჭარბობდა. საქართველოს  მეთევზეთა კლუბისა და ღვინის კლუბის პრეზიდენტები,  მალხაზ ხარბედია და შოთა კვარაცხელია თითოეული კერძის წინ  კონკრეტული თევზის სახეობისა და  მისთვის შესაბამისი ღვინის თაობაზე ერთგვარ ექსკურსსაკეთებდნენ და გარკვეულ რეკომენდაციებსაც აძლევდნენ  სტუმრებს. ჩემთვის ყველაზე საინტერესო პირველ კერძად მოტანილი ორაგულის მარინადი და კანაპე აღმოჩნდა კრევეტებით. პიკანტურ კრევეტებს ძალიან მოუხდა “შატო-მუხრანის” “სოვინიონ ბლანი.”  მეორე კერძად მოტანილმა ორაგულის უხამ ღვინოსთან შეხამებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სტუმრების გარკვეულ ნაწილს საერთოდ არ მოეწონა თევზის წვნიანისა და ღვინის შეხამება და უპირატესობა მაინც ტრადიციად ქცეულ არაყს მიანიჭა, ხოლო ნაწილს კი ძალიან მოიწონა უხასა და საფერავის შეხამება. როგორც ბატონმა მალხაზ ხარბედიამ განაცხადა, ეს არატრადიციული შეხამება მას შთააგონა ხმელთაშუაზღვისპირეთის კულინარულმა კულტურამ, სადაც თევზის წვნიანებს წარმატებით უხამებენ  ღვინის სხვადასხვა სახეობებს. თავად წვნიანიც არ იყო ტრადიციული რეცეპტით მომზადებული. ორნახადი ორაგული წვნიანი შეზავებული იყო ცალკე მოხარშული კარტოფილით, პომიდვრითა და მწვანილით. ასე მომზადებული უხა მართლაც განუმეორებელია ზამთრის ცივ დღეებში, მითუმეტეს ცოტა სიცხარესაც თუ დავუმატებთ მას.

მალხაზ ხარბერდია თუ კერძისა და ღვინის შეხამებებს გვთავაზობდა, მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტი ქართული თევზის ჯიშებს აღწერდა და ამ სფეროში შექმნილ საგანგაშო მდგომარეობის შესახებ საუბრობდა. მისი თქმით, მართლაც სავალალოა, როდესაც დღეს საქართველოში მივირთმევთ ნორვეგიულ ორაგულს, ადგილობრივი ჯიშები კი თითქმის აღარც არსებობს ქართულ წყლებში. სავალალო მდგომარეობაა ასევე თევზის სხვა ენდემურ ჯიშებთან დაკავშირებით. ქართული კალმახის ენდემური ჯიში გადაშენების პირასაა, სამაგიეროდ,  გამრავლებულია კანადური ცისარტყელასებრი კალმახი. შემდგომ შემოტანილი კერძებიდან ნამდვილად აღნიშვნის ღირსია ქამა სოკოთი და ნაღებით შეკმაზული შემწვარი კალმახი. ნაღებისა და სოკოს ნაზმა არომატმა აშკარად გაამდიდრა თევზი და ვარდისფერმა საფერავმა კი გემოთა ამ ნაზავს დასრულებული სახე მისცა. თითოეული კერძი მორგებული იყო ქართულ გემოვნებას. არცერთ მათგანში არ იგრძნობოდა, ქართული გემოსთვის უჩვეულო არომატების სიმკვეთრე.   

©“რეიტინგი”

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.