Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„თელიანი ველის“ წინანდალი Wine Spectator–ის ფურცლებზე

2013 წლის Wine Spectator-ის ბრმა დეგუსტაციაზე,  ქართული ღვინოებიდან ყველაზე მაღალი შეფასება, 88 ქულა, „თელიანი ველის“  წინანდალმა დაიმსახურა. ასეთი მაღალი ქულით,  ქართულ ღვინოებს შორის, მხოლოდ 2 ღვინო შეფასდა. პირველი 88 ქულა  2010 წელს „ თელიანი ველის“ მუკუზანს მიენიჭა. ასევე მაღალი ქულები მიენიჭათ:  „თელიანი ველის“ ცოლიკოურს - 87 ქულა, საფერავს - 86 ქულა, გაუფილტრავ  საფერავს - 85 ქულა და კაბერნე/საფერავს - 83 ქულა.

„Wine Spectator“ მსოფლიოს ერთ–ერთი ლიდერი ღვინის გამოცემაა, მისი რედაქტორები  ყოველწლიურად აგემოვნებენ ათასობით ღვინოს. Wine Spectator  ყველაზე სანდო, მკაცრ და კრიტიკულ  ღვინის შემფასებლად ითვლება და მათი დეგუსტაციის შედეგებით  მილიონობით ადამიანი ხელმძღვანელობს.

„თელიანი ველის“ წინანდალს Wine Spectator ასე ახასიათებს: მწვანე ვაშლისა და სუნელების არომატი, რომელიც კარგად ერწყმის მის მრავალფეროვან გემოს, საიდანაც შეიძლება გამოიყოს ვანილისა და გოგრის ტონები. ღვინო საკმაოდ ხანგრძლივი და ხალისიანი დაბოლოებით ხასიათდება! დალიეთ ახლა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული