Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თეთრი ღვინო წითლის ნაცვლად - მეღვინეობის ახალი რეალობა

შანა კლარკი, ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ექსპერტი, რომელიც უკვე წლებია Wine Enthusiast-ისა და სხვადასხვა პოპულარული ჟურნალებისთვის წერს,  სტატიას აქვეყნებს თეთრი ღვინის პოპულარობის მიზეზებთან დაკავშირებით, განიხილავს იმ მიზეზებს, რატომაა დღეს თეთრი ღვინო უფრო მოთხოვნადი, ვიდრე წითელი. სტატიაში ვკითხულობთ, რომ კლიმატის ცვლილება ამ ტენდენციის მთავარი გამომწვევი მიზეზია, რომელიც მევენახეებს აიძულებს შეცვალონ სტრატეგია და ყურადღება თეთრ ყურძენზე გადაიტანონ.

პიემონტის რეგიონში მდებარე ცნობილი მეღვინეობა Gaja, უკვე თეთრი ღვინის წარმოებას ანიჭებს უპირატესობას, მიუხედავად იმისა, რომ წითელი ღვინოებით იყო ცნობილი. სტა, მსოფლიოს მასშტაბით თეთრი ღვინის წარმოება და მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება, რაც მეტწილად კლიმატის ცვლილებას უკავშირდება. მაღალ ტემპერატურას და არაპროგნოზირებად ამინდს მევენახეები თეთრი ვაზის ჯიშებუს მოშენებით უმკლავდებიან, რადგან ამ ტიპის ღვინო ნაკლებად მგრძნობიარეა სითბოს მიმართ, მას ნაკლებად სჭირდება სიმწიფე, რაც მეტად მნიშვნელოვანია წითელი ღვინოების შემთხვევაში.

წითელ ვაზის ჯიშებზე მაღალი ტემპერატურა დიდ გავლენას ახდენს, ტემპერატურა ხშირად იწვევს გადამწიფებას. იტალიური Gaja-ის მფლობელი ჯოვანი გაია განმარტავს, რომ მაღალი ტემპერატურის პირობებში ყურძენი ხშირად გადამწიფეას აღწევს იტალიაში, ეს კი  რთულ ამოცანად აქცევს ყველა კომპონენტის ჰარმონიზებას, რაც აუცილებელია მაღალი ხარისხის წითელი ღვინის მისაღებად. ამის ფონზე მეღვინეები იწყებენ თეთრი საღვინე ყურძნის ჯიშების მოშენებაზე მუშაობას, სადაც ყურძენი არ საჭიროებს ხანგრძლივ დამწიფებას და არ აქვს მჭიდრო კონტაქტი ყურძნის კანსა და კლერტთან.

კატალონიის რეგიონში მდებარე მეღვინეობის Herència Altés-ის თანადამფუძნებელი რაფაელ დე ჰაანი აღნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით, მისი მეღვინეობა ცდილობს თეთრი ყურძნის მოშენებაზე გადაერთოს. ეს გადაწყვეტილება დადებითად აისახება როგორც პროდუქტის ხარისხზე, ასევე წარმოების პროცესზე.

თეთრი ღვინის მიმართულების განვითარების მაგალითად, Gaja გეგმავს ახალი საწარმოს გახსნას პიემონტის რეგიონში, სადაც თეთრი ყურძნის ჯიშები, მათ შორის შარდონე და სოვინიონ ბლანი დომინანტური იქნება. გარდა ამისა, სხვადასხვა რეგიონებში, როგორებიცაა სიცილია და ბოლგერის სანაპირო, Gaja უკვე ავითარებს თეთრი ღვინის მნიშვნელობას, რაც აჩვენებს ამ ტენდენციის დადებითობაზე მეტყველებს.

ამჟამად, წითელ ღვინოზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში დაახლოებით 43%-ია, რაც 20 წლის წინ 50% იყო. ეს კლება აიხსნება მომხმარებლების მზარდი ინტერესით უფრო მსუბუქი და ცოცხალი ღვინოების მიმართ. შესაბამისად, თეთრ ღვინოზე მოთხოვნა 49%-მდე გაიზარდა. განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი თეთრი ცქრიალა ღვინოების მიმართ, როგორიცაა, მაგალითად პროსეკო. ამასთან, ვარდისფერი ღვინის პოპულარობაც გაიზარდა, ამჟამად ბაზრის დაახლოებით 8%-ს იკავებს, რაც ადრე 6-7%-ს შეადგენდა. ეს ცვლილებები უკავშირდება მომხმარებელთა სურვილს უფრო ჯანსაღი ცხოვრების სტილისა და შესაბამისი ღვინოების მიმართ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული