Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“თბილღვინოს” ქვევრის რქაწითელი ქარვისფერი ღვინოების ჩამონათვალში

ქარვისფერი ღვინოები ჩვენთვის ახალი არაა, მსოფლიოში კი ის დღითიდღე უფრო და უფრო პოპულარული ხდება. “თბილღვინოს” ქვევრის რქაწითელზე You Magazine წერს, სადაც სტატიაში ავტორი ქარვისფერი ღვინის დაყენების კონცეფციასაც ხსნის. აღნიშნავს, რომ ყურძნის კანი კონტაქტში რჩება წვენთან დღეების ან ზოგ შემთხვევაში თვეების განმავლობაში, სწორედ ამიტომ ღვინო მონარინჯისფრო შეფერილობას იღებს და შესაბამისად არომატები და გემოც სხვანაირი აქვს.

ავტორი აღნიშნავს იმასაც, თუ ძირითადად რომელ რეგიონებში იწარმოება ასეთი ტიპის ღვინოები. “საქართველოში, ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში და სლოვენიის საზღვარზე მარნები ძირითადად ქარვისფერი ღვინის დაყენების ტექნოლოგიას მიმართავენ. იყენებენ ყურძენს, მათ შორის უმეტესად სოვინიონ ვერტის, Pinot Grigio-სა და Ribolla Gialla-ს.” - აღნიშნავს ის. 
მეღვინეები ამბობენ, რომ ქარვისფერი ღვინის დაყენების უნიკალური პროცესი მას სრულყოფილად აქცევს და თეთრი ღვინის საინტერესო, ხასიათობრივ არომატებთან ერთად დახვეწილი წითელი ღვინის სირბილესაც მატებს. ავტორი, როგორც ჩანს, ამ ბოლო დროს უფრო და უფრო დაინტერესდა ამ ტიპის ღვინოებით და ბოლოს ჩვენს, ქართულ ქარვისფერ ღვინოებსაც მიაგნო.

თელიანი ველის კახური NO 8 2020 : “ეს ჯილდოს მფლობელი ღვინო აღმოსავლეთ საქართელოდან რქაწითელის, კახური მწვანის, ქისისა და ხიხვის ნაზავია. დუღილის შემდეგ ღვინო წიპწებთან კოტაქტში ექვსი თვის განმავლობაში რჩება და ხასიათდება გარგრის ჩირის, თაფლისფერი ლიმნის, ფისტას არომატებითა და შავი ჩაის ნიუანსებით” - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი ქვევრსა და ქართულ ყურძენზე საუბრის შემდეგ “თბილღვინოს” ქვევრის რქაწითელს განიხილავს, რომელიც ადგილობრივი რქაწითელის ყურძნისგან იწურება და აქვს ფორთოხლის ქერქის, მსხლის, თაფლიანი ატმის, გვირილის ჩაისა და თეთრი წიწაკის არომატი. შეგახსენებთ, რომ ქარვისფერ ღვინოების ხაზთან ერთად “თბილღვინომ” 2 წლის წინ  Amber ღვინოების წარმოება დაიწყო, რომლებმაც გასულ წელს International Wine Challenge 2021-ისა და Decanter London 2021-ის ვერცხლის ჯილდოები მოიპოვა. 

“თბილღვინოსა” და “თელიანი ველის” ღვინოების გარდა სტატიაში საუბარია ინგლისურ Litmus Orange 2021-ზე, ესპანულ Casa Balaguer Tragolargo Blanco 2021-სა და ჩილეს ღვინოებზე. სტატიას სრულად კი შეგიძლიათ საიტზე გაეცნოთ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული