Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თანამედროვე ტენდენციები ღვინის ბაზარზე

ახალი ღვინოებისა და ასევე ღვინის რეგიონების აღმოჩენის ცნობისმოყვარეობა არა მხოლოდ მომხმარებლებს, არამედ უფრო მეტად ღვინის მწარმოებლებსა და ვაჭრობის წარმომადგენლებს ახასიათებთ. როგორც ჩანს, მუდამ ისმის კითხვა: “რა არის ახალი?”. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ღვინის იმპორტიორებს სიხარულთან ერთად შიშს ანიჭებთ. შიშს იმიტომ, რომ ამერიკისა და მსოფლიო ბაზარზე ღვინის გატანა საკმაოდ დიდი თანხის, დროისა და ენერგიის ჩადებას მოითხოვს. რა განაპირობებს წარმატებას ღვინის ბაზარზე? ხარისხი და ფასი აშკარა ფაქტორებია, მაგრამ ის, თუ როგორ ხდება ღვინისა და რეგიონის მარკეტინგი, ასევე მათთვის გამოყოფილი რესურსების გადანაწილება, არანაკლებ მნიშვნელოვანია.

Sevenfifty Daily ამერიკის იმპორტიორებს ესაუბრა, როგორც იცით, საქართველო ივლისის თვიდან Sevenfifty-სთან თანამშრობლობს, სტატიაში კი პირველი ქვეყანა სწორედ საქართველოა. ავტორი აღნიშნავს, რომ ქართული ღვინოებით ამერიკელი საზოგადოება უფრო და უფრო ინტერესდება: “ქართული ღვინოები ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამერიკის ყურადღების ცენტრში მოექცა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს, როგორც მეღვინეობის აკვანს, დიდი ისტორია აქვს, შტატებში ჯერჯერობით საკმაოდ ბუნდოვანი რჩება მისი ტრადიციული და იშვიათი ჯიშები, რომელთაც, ძირითადად, მცირე მარნები აწარმოებენ მცირე რაოდეონობით”. პიტერ ვეიგანტი, პენსილვანიაში Weyandt-Metzler Importing-ის დამფუძლებელი აღნიშნავს, რომ 2018 წელს ესტუმრა პირველად საქართველოს და ბევრი ღვინო დააგემოვნა. სტატიიდან ვკითხულობთ, რომ ის განსაკუთრებით მოიხიბლა 3 ღვინით, თუმცა, ბუნდოვანია ზუსტად რომელ ღვინოებს გულისხმობს: “იქ ბევრი კარგი ღვინო გავსინჯე, თუმცა განსაკუთრებით მომეწონა 3 ღვინო, რომლებიც ნიუ-იორკის ბაზარზე მაღალი ხარისხისა და შესაბამისი ფასის გამო ძალიან სწრაფად გაიყიდა”. სტატიაში წერია Georgian Wine House-ზეც, რომელსაც ახლა 20-ზე მეტი ღვინის მარნიდან 23 შტატში შეაქვს პროდუქტი. როგორც მისი დამფუძნებელი, მამუკა წერეთელი აღნიშნავს, მათთვის მნიშვნელოვანი ნატურალური ორგანული ღვინოებია: “ჩვენ ფოკუსს ბიოდინამიკურ მეღვინეობაზე ვაკეთებთ და ექსპორტზეც ნატურალური ღვინოები გაგვაქვს”.

Sevenfifty-ის სტატიაში ვკითხულობთ იტალიაში ეტნას რეგიონზეც, რომელმაც თანდათან ინვესტიციები გაზარდა და უკეთესმა ხარისხმა მსხვილი იმპორტიორების ყურადღებაც დაიმსახურა: “ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ეტნას რეგიონმა ღვინის ინდუსტრიის დიდი ყურადღება მიიპყრო ელეგანტური ღვინოების წარმოებით განსაკუთრებით Nerello Mascalese-ს ყურძნის ჯიშისგან” - ამბობს იან დაუნი, ვირჯინიის Winebow Importerts-ის ვიცე პრეზიდენტი და აღნიშნავს იმასაც, რომ ახლა ეტნას 150-ზე მეტი ღვინის მწაწრმოებელი ჰყავს. მასზე საუბრობს გრეგ ვუდიც, Vineyard Brands-ის აღმასრულებელი დირექტორი: “ეტნას რეგიონი ნამდვილად არის სიახლე და აღმოჩენა, ვულკანური ნიადაგების ღვინოები შესანიშნავია." - ვკითხულობთ სტატიაში. 

აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი დისტრიბუტორი სლოვაკეთისა და უნგრეთის ღვინოებზე საუბრობს და როგოროც ჩანს ის აღფრთოვანებულია რეგიონის ადგილობრივი ყურძნის ჯიშების ხარისხით, როგორიცაა Dunaj, Alibernet და Devin. 

სტატიაში საუბარია დიდ ბრიტანეთზეც. დიდი ბრიტანეთისთვის ამერიკა მეოთხე საექსპორტო ბაზარია. აღსანიშნავია, რომ იქაური ღვინის წარმოებამ შარშან 9,3 მილიონ ბოთლს მიაღწია, მათგან დიდი ნაწილი კი ცქრიალა ღვინოა. როგორც Vine Street Imports-ის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, ინგლისური ცქრიალა ღვინოები 20-30%-ით იაფია სხვა შამპანურების საშუალო ფასზე: “უნდა ითქვას, რომ ახლა შამპანურის დეფიციტია, ფასები გაზრდილია და გადაზიდვა შეფერხებულია, გვიანდება”. 

სამხრეთ ამერიკაში ჩილესა და არგენტინის მიღმა ორი სხვა ქვეყანა ახორციელებს მნიშვნელოვანი რაოდენობით ღვინის ექსპორტს აშშ-ში. ესაა ურუგვაი, რომელიც ცნობილია Tannat-ით და ბრაზილია - კაბერნე სოვინიონით , მერლოთი და ცქრიალა ღვინით ცნობილი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა. როგორც Wine for the World-ის დამფუძნებელი მიკა ბულმაში აღნიშნავს, ის 8 წელია ბრაზილიური ცქრიალა ღვინოების მარკეტინგულ პროცესებს ხელმძღვანელობს: “ღვინის ხარისხითა და გასაყიდი ფასის გამო, რახან ის35$-ზე იაფია, მისი მოთხოვნა მიწოდებას აღემატება”.

შეგახსენებთ, რომ Wines of Georgia ივლისის თვიდან Sevenfifty-სთან თანამშრომლობს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციის კუთხით.  

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული