Home
ქართული | English
ივლისი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შესაძლებელია თუ არა ღვინის მხოლოდ სურნელით შეფასება?

ღვინის დაგემოვნება, არამხოლოდ მისგან სიამოვნების მიღების, არამედ შეფასების გამო უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამასთან ერთად, ღვინის სფეროს წარმომადგენლები უფრო ხშირად ხვდებიან დეგუსტაციასთან დაკავშირებულ კლიშეებს. მათ შორისაა ჭიქის დატრიალება და სურნელის მიხედვით ღვინის შეფასება. ეს ცხადია მნიშვნელოვანია, თუმცა თითოეული მათგანი ღვინის დაგემოვნებისას რამდენადაა გადამწყვეტი, ამაზე ინდუსტრიაში დასაქმებულებს სხვადასხვანაირი წარმოდგენა აქვთ.

ნიუ ორლეანში ღვინის ბარის მფლობელი pixwine-თვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მომხმარებლები ღვინოს ყველაზე ხშირად სურნელით აფასებენ. რამდენადაა ეს მნიშვნელოვანი? მაგალითად, მარკ ენდრიუ, ლონდონში ერთ-ერთი პრესტიჟული რესტორნისა და ღვინის ბარის მფლობელი, მიიჩნევს, რომ უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ სურნელით შეფასება გამართლებულია. თუმცა, არსებობს გამონაკლისები.

ამერიკელი სომელიე ჰეილი მურის აზრით, მხოლოდ სურნელით ღვინოზე სრულ წარმოდგენას ვერ შევიქმნით. მისი გამოცდილებით ბევრი პროფესიონალიც კი ასე იქცევა.

მორგან ლაკრუა, ვერმონტელი სომელიე, მიიჩნევს, რომ როდესაც ღვინო ნაცნობი და მანამდე გასინჯულია, მაშინ მხოლოდ სურნელით შეფასება გამართლებულია.

ჯეიმი გუდი თავის 2018 წლის წიგნში „უნაკლო: ღვინის დაავადებების გაგება“ 14 დაავადებაზე ლაპარაკობს. ის მიიჩნევს, რომ არის ისეთი დაავადებები, მაგალითად თაგვი, რომელიც მხოლოდ სურნელით არ შეიმჩნევა და გემოს გაგებაც აუცილებელია. ასე ხდება სხვა ბევრ შემთხვევაშიც. ზოგჯერ კი სურნელს სომელიეს ან უბრალოდ ღვინის მოყვარულის შეცდომაში შეყვანა შეუძლია. მსგავსი მოსაზრება აქვს დებრა ლევისს, ღვინის იმპორტიორს და ამბობს, რომ თავად ღვინოს ყოველთვის აგემოვნებს შეფასებამდე.  

როგორია ამ ყველაფერში სომელიეს როლი?

ლაკრუა ამბობს, რომ უპირველესი მიზანი მომხმარებლისთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. უშუალოდ ღვინის დაგემოვნების პროცესი შესაძლოა დამაბნეველიც კი იყოს, ამასთანავე სომელიეს არ უნდა დაავიწყდეს რომ აღქმა ძალიან სუბიექტურია. მხოლოდ სურნელით ღვინის შეფასება სომელიეებისთვის უბრალოდ საქმის გამარტივება და კომფორტული ზონის შექმნაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მომხმარებლისა და სომელიეს შეხედულებები განსხვავებულია, აუცილებელია, რომ სომელიეს ღვინის შესახებ სრული ცოდნა ჰქონდეს.  

გამომდინარე იქიდან, რომ ღვინით სიამოვნების მიღება ძალიან სუბიექტური პროცესია, უმჯობესია მისი სრულად შეგრძნება, გემოს გაგებით. მიუხედავად მიზნისა, იქნება ეს სიამოვნების მიღება თუ ღვინის შეფასება, გემოს გასინჯვას ალტერნატივა არ აქვს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული