Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინისა და კერძის შეხამება - ღვინის კლუბის ტრენინგი ბათუმში

4-5 აგვისტოს ბათუმში, ღვინის კლუბმა, „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა ტრენინგი – ღვინისა და კერძის შეხამება, რომელსაც სომელიე მაგდა სურგულაძე უძღვებოდა.

ბოლო წლებში მოთხოვნა სომელიეს პროფესიაზე აშკარად გაიზარდა. განსაკუთრებით, მაღალი კლასის რესტორნები ცდილობენ გამორჩეული სერვისი შესთავაზონ მისულ სტუმარს. სომელიე ერთგვარ ფუფუნებას წარმოადგენს და ხაზს უსვამს რესტორნის პრესტიჟს. ადამიანების უმრავლესობა პირველ რიგში ირჩევს კერძს და შემდეგ სასმელს. ამიტომ სომელიესთვის აუცილებელი პირობაა კარგად იცნობდეს კერძს, მის თითოეულ ინგრედიენტს. იცოდეს მათი გემოები და კერძის მომზადების ტექნოლოგია, რაზეც დამოკიდებულია კერძის საბოლოო გემო.

სწორედ ამიტომ, რამდენიმე წლის წინ ღვინის კლუბმა ორდღიანი ტრენინგი შეიმუშავა, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწა.

„ღვინისა და კერძის შეხამების ტრენინგს“ ორივე დღეს, 11:00 დან–16:00 საათამდე, „ვაჟა დავითაძის სასტუმრო-მარანი“ (მის.: ქ. ბათუმი, გიორგი ბრწყინვალეს ქ. 24) მასპინძლობდა.

ტრენინგს აჭარის რეგიონის ღვინის ბარების, რესტორნების, სატუმროებისა და მარნების წარმომადგენლები დაესწრნენ. სულ 30 მონაწილე.

ტრენინგის მონაწილეები ღვინისა და კერძის შეხამების ძირითად პრინციპებს გაეცნენ: 5 ძირითადი გემო, ღვინის გემოს მთავარი ელემენტები, ღვინისა და კერძის შეხამების ძირითადი ასპექტები, ინგრედიენტები და მათი ზეგავლენა კერძებზე, ქვევრის ღვინო და კერძის შეხამება და სხვ. მრავალი თემა. მათ რამდენიმე სტილის ღვინო და კონკრეტული პროდუქტები ერთმანეთს შეუხამეს და სავარჯოშოებიც შეასრულეს.

მეორე დღეს კი, ტრენინგის დასასრულს, ტესტური გამოცდა ჩატარდა, რომელიც ასევე ითვალისწინებდა სამი კერძისა და სამი ღვინის შეხამებას, არგუმენტირებული შეფასებებით. 

საუკეთესო მსმენელები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

ტრენინგის დასასრულს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, სამახსოვრო საჩუქრები და „ღვინის მეგზური - პრაქტიკული სახელმძღვანელო“ (ავტორი მალხაზ ხარბედია) გადასცეს მონაწილეებს.

მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენოტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული