Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ღვინის სოფელი“ გურიის აგრო-ტურისტულ ფესტივალზე

კვირას, 11 სექტემბერს დაბა ურეკის ბულვარში (17-დან 22 საათამდე) გურიის აგრო-ტურისტულ ფესტივალი - „ჩაის გზა“ გაიმართება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება: გურული ჩაი, ღვინო, თაფლი, მშრალი ხილი, ჩურჩხელა. მოეწყობა სამთო, საზღვაო, ჩაის გზა, ღვინის ტურისტული კუთხეები. ეს ფესტივალი სათავეს 2019 წლიდან იღებს და პანდემიური შეზღუდვების შემდეგ მასშტაბური სახით პირველად იგეგმება. 
გურიის აგრო-ტურისტულ ფესტივალზე მონაწილეობას  პროექტ „ღვინის სოფელის“წარმომადგენლებიც მიიღებენ. აღნიშნულ პროექტს „ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოსა და გურიაში ახორციელებს. 
როგორც ფესტივალის ორგანიზატორი, ასოციაცია „ჩაის გზის“ ხელმძღვანელი ალეკო მამეშვილი ამბობს, ეს ფესტივალი უპირველესად გურული მეჩაიეობის, მეღვინეობის, სხვადასხვა სახის მცირე საოჯახო წარმოებების და ადგილობრივი ტურიზმის მხარდაჭერას გულისმობს.
ალეკო მამეშვილი, „გურიის აგრო-ტურისტულ ფესტივალის“ ორგანიზატორი:გვინდა პრეცენდენტები დავუშვათ, რომ ურეკში ტურისტული სეზონის მიწურულს შესაძლებელი გახდეს სეზონის თუნდაც მცირედით გახანგრძლივება და ცოტა ხანი „შევაჩეროთ“ ტურისტები. ეს დამატებით შემოსავალს მისცემს ტურიზის სფეროს. ფესტივალში 20-მდე მეწარმე მიიღებს  მონაწილოებას. მოწყობილი იქნება ეკოტურისტული სივრცეები. მიხარია, რომ წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ „ღვინის კლუბის“ პროექტ „ღვინის სოფლის“ ბენეფიციარი  გურული მეღვინეები. ჩვენც და „ღვინის სოფელსაც“ მხარში გვიდგას USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა და კარგია რომ ჩვენი გზები ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში გადაიკვეთა“.

გურიის აგრო-ტურისტულ ფესტივალზე პროექტ „ღვინის სოფლიდან“ ღვინის ოთხი მცირე მარანი: „მენაბდის მარანი“, „კობიძეების მარანი“, „გურული ღვინოები“ და „ბესიკ მეფარიშვილის მარანი“ მიიღებს.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული