Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Rome Wine Expo 2022

20-23 მაისს ქალაქ რომში ღვინის ფესტივალი Rome Wine Expo 2022 გაიმართა. ფესტივალი სხვადასხვა აქტივობას მოიცავდა, მათ შორის ღვინის გამოფენას, დეგუსტაციებს, მასტერკლასებსა და კონცერტს, რომელზეც ორკესტრმა ანტონიო ვივალდის „ოთხი სეზონი“ შეასრულა.

რომი ღვინის სექტორისთვის მნიშვნელოვანი ქალაქია, ეს ტენდენცია კი მზარდია. ღონისძიებათა ნაწილი იტალიური ღვინის კულტურასა და ისტორიას ეთმობოდა, ასევე მის სამომავლო პოტენციალს.

ღონისძიებაში რამდენიმე ქართული მეღვინეობაც მონაწილეობდა: Zurab Kviriashvili Vineyards, Libe Wine, Qvevri Wine Cellar, „ანდრიას ღვინო“, 8 Millenium, Batsashvili’s Wine Gallery, Brother Khutsishvili, Nareklishvili & Son’s Winery, ზურაბ კვირიაშვილის ვენახები, მეღვინეობა „თიევსი“.

ფესტივალის მნიშვნელობაზე საუბრისას ილია ბაწაშვილმა, რომელიც Batsashvili’s Wine Gallery-ს წარმოადგენს, აღნიშნა: „Rome Wine Expo საერთაშორისო ღვინის ფესტივალია, რომელიც წელს პირველად გაიმართა. მისი ორგანიზატორი კომპანია „რეზერვა გრანდეა“, რომლის პრეზიდენტიცაა მარკო კუ. მათი ორგანიზებით ღვინის არაერთი საერთაშორისო ფესტივალი იმართება, მათ შორის: Nebiolo Hell Cuore და Reviamoci Al Suol. ამ ფესტივალის თანაორგანიზატორი კი ქართული კუთხის სომელიე თამარ ჭიჭიბოშვილია. ის იტალიაში ერთ-ერთ იმპორტიორ კომპანიას წარმოადგენს. ღონისძიებას სომელიეები, იმპორტიორები, დისტრიბუტორი კომპანიები, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ბლოგერები ესწრებოდნენ. ამ და სხვა მიწვეულ სტუმრებთან შეხვედრა ქართველი მეღვინეებისთვის ქვევრის ნატურალური ღვინოების იტალიურ ბაზარზე შესვლისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ქართულმა ღვინოებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს. ქართული მარნების წარმომადგენელი თამარ ჭიჭიბოშვილი დისტრიბუტორ კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მადლობას ვუხდით ღვინის ეროვნულ სააგენტოს თანადაფინანსებისთვის, ასევე, იტალიაში საქართველოს საელჩოსა და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ კონსტანტინე სურგულაძეს, მხარდაჭერისთვის.“

გიორგი ვოლსკი, რომელიც ფესტივალზე „ანდრიას ღვინოს“ წარმოადგენდა: „გამოფენა ძალიან საინტერესო იყო. თუმცა, ჩემი აზრით, ამისთვის სამი დღე ზედმეტი იყო - ორიც საკმარისი იქნებოდა. საერთაშორისო გამოფენები ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამით არამხოლოდ რომელიმე კონკრეტული მარნის, არამედ მთლიანად ქართული ღვინის ცნობადობა იზრდება, ასევე საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, პოტენციალიც, თავისი უნიკალური და გამორჩეული ტრადიციებით, განსაკუთრებით ქვევრის ღვინის თვალსაზრისით. ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი, რამდენიმე პოტენციური შემსყიდველიც, რომელთანაც უკვე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ეს გამოფენები მხოლოდ გაყიდვების კუთხით არ უნდა განვიხილოთ. ბევრ გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, ზოგიერთ მათგანს გამოხმაურება მოჰყოლია და ღვინო ექსპორტზე გამიტანია, ზოგიერთს - არა, მაგრამ მაინც არ ფიქრობ რომ ამ გამოფენებზე არ უნდა გავსულიყავი. გამოფენებში მონაწილეობა ბრენდინგისთვის საინვესტიციო კომპონენტის შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანიც.

გამოფენა ქართული ღვინის შესახებ მასტერკლასით დაიხურა, რა დროსაც, თითოეულმა მარანმა ერთი სახეობის ღვინო წარვადგინეთ. მათი საშუალებით ქართული ტრადიციული მეღვინეობა წარმოვაჩინეთ და ქართული კულტურის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ.“

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.