Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Looking for Importer - ჰონგ კონგში ქართული ღვინის მწარმოებლები იმპორტიორებს პირისპირ შეხვდნენ

„ჯერ არ დაგიგემოვნებიათ 2015 წლის უახლესი ტრენდი?“, „ქართული ღვინო - სიძველე სიახლეა“, „დააგემოვნე ისტორია“ და სხვ.

ამ გზავნილებს აერთიანებდა ქართული ღვინის Meiburg Wine Media-ს მიერ ორგანიზებული დეგუსტაცია-სემინარის მოსაწვევი, რომელიც მიმართული იყო ღვინის პროფესიონალთა საზოგადოებისადმი ჰონგ კონგში.

პარასკევს, 17 ივლისს, ჰონგ კონგის ისტორიულ ცენტრში, სასტუმრო Hullet House-ში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა. ღონისძიებას უძღვებოდა ღვინის მაგისტრი, დებრა მეიბურგი - ჰონგ კონგისა და ჩინეთის ღვინის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა. ღონისძიებას ესწრებოდა ღვინის სფეროში მოქმედი 150-მდე პროფესიონალი, ქალაქის ყველაზე გავლენიანი იმპორტიორები, ღვინის კრიტიკოსები და ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტები. 

მეიბურგი თანამშრომლობს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ქართული ღვინის პოპულარიზაციის კამპანიის ფარგლებში და ქართულ ღვინოს ჩინეთსა და ჰონგ კონგში პროფესიონალ ენოლოგებს, სომელიეებსა და გაყიდვების აგენტებს წარუდგენს.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო შატო მუხრანის, ქიმერიონის, მეღვინეობა ხარებას, თელავის ღვინის მარანის, ბაგრატიონის, თბილღვინოსა და კახური ღვინის მარანის ღვინოები.

თელავის ღვინის მარანი - კონდოლი. მწვანე-ქისი. 2014

შატო მუხრანი - Reserve du Prince. გორული მწვანე. 2012

თბილღვინი - რქაწითელი. ქვევრი. 2013

მეღვინეობა ხარება - საფერავი პრემიუმი. 2010

თელავის ღვინის მარანი - სატრაპეზო. საფერავი. ქვევრი. 2012

კახური ღვინის მარანი - ქინძმარაული. 2013

ქიმერიონი - ალაზნის ველი (ნახევრად ტკბილი). 2013

ღონისძიება სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის სამ სეგმენტს მოიცავდა - მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა ქართული ღვინის სემინარი, გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის მოეწყო დეგუსტაცია, სადაც მათ ქართული ღვინის მწარმოებლებთან პირისპირ შეხვედრის საშუალება ჰქონდათ. ღონისძიების მესამე ნაწილი კი ქართული ღვინის ადგილობრივი სამზარეულოს 10 კერძთან შეწყვილებას ითვალისწინებდა.

ჰონგ კონგის სავაჭრო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან ქართული ღვინის შეფასებებში ჭარბობდა: "სრულიად განსხვავებული", "მსუბუქი სასმელი", "განმაცვიფრებლად კომპლექსური"

ქართული ღვინის პირველი დიდი დეგუსტაცია ჰონგ კონგში 2014 წელს ჩატარდა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

დებრა მეიბურგის ფოტო მოგვაწოდა Meiburg Wine Media-მ.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.