Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

London Wine Competition 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია

ღეს გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინის კონკურსის შედეგები გახდა ცნობილი. London Wine Competition-ზე ღვინოები 40-მა ჟიურის წევრმა შეაფასა.

2024 წლის კონკურსში მონაწილე 5 რჩეული ქვეყანა იყო ავსტრალია, იტალია, პორტუგალია, ესპანეთი და საფრანგეთი. 5 საუკეთესო ღვინოს შორის მოხვდა: შირაზი, კაბერნე სოვინიონი, შარდონე, პინო ნუარი და მერლო: "ლონდონის ღვინის კონკურსი ცალსახად არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება ღვინის ინდუსტრიაში და ის ფაქტი, რომ უამრავი ღვინის ოსტატი და სომელიე აფასებს ღვინოებს, მის სტანდარტებს კიდევ უფრო მაღლა სწევს" - აღნიშნავს ღვინის ექსპერტი დეივით როუნდი.

ბინს ვუტონმა მოლდოვა მის საუკეთესო რეგიონად აღიარა 2024 წლის კონკურსზე. კონკურსის შესახებ ჟიურის სხვა წევრებიც საუბრობენ: "მომწონს ის ფაქტი, რომ ღვინოების რაოდენობა არ იყო ძალიან  ბევრი. დღეში 70 ღვინო ჭაშნიკისთვის საკმარისი დროით, შესანიშნავი იყო! მომეწონა ადგილი, ძალიან კარგი განათება და დეგუსტაციის პირობები. ქულები დაიწერა ძალიან კარგად ხარისხის, ღირებულებისა და შეფუთვის მიხედვით“, - თქვა სიუზან ჰულმემ და ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობასაც: „ London Wine Competition არის ძალიან საინტერესო და კარგად ორგანიზებული კონკურსი, სადაც ღვინოს არა მხოლოდ იდეით, არამედ სხვა საინტერესო კრიტერიუმებით აფასებენ. სასიამოვნო, მეგობრული, პოზიტიური ატმოსფერო იყო. მომეწონა ბერძნული თეთრი ღვინის კატეგორია და ზოგიერთი ავსტრალიური და მექსიკური წითელი ღვინო".

2024 წლის ლონდონის ღვინის კონკურსის ყველაზე რჩეული ღვინო არის CAT AMONGST THE PIGEONS FAT CAT TAWNY ავსტრალიიდან. წლის საუკეთესო მეღვინეობა: JUSTIN VINEYARDS & WINERY აშშ-დან.

წლის საუკეთესო ღვინო (ღირებულების მიხედვით): 2021 CHOOSY BEGGARS CABERNET MERLOT ავსტრალიიდან. წლის საუკეთესო ღვინო (ეტიკეტის მიხედვით): MOUNT PLEASANT WINERY TAWNY PORT VOL. XXIII შეერთებული შტატებიდან.

საქართველომ 20 ჯილდო მოიპოვა, მათ შორის არის 18 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ყველაზე მაღალი ქულა, 88 დაიმსახურა კომპანია: "ბადაგონმა" ცქრიალა ღვინო, ბრუტი.

ვერცხლი

ბრუტი,  ცქრიალა ღვინო, "ბადაგონი"

საფერავი, "ბადაგონი", 2022.

მუკუზანი, "ბადაგონი", 2021

საფერავი კასრის, "გიუაანი", 2020.

ალავერდი ტრადიციული, "ბადაგონი", 2020.

საფერავი ქვევრი, "ბადაგონი", 2021.

ტვიში, "გიუაანი", 2021

საფერავი ქაშერი, "ბადაგონი", 2018

ნაფარეული, "რთველისი", 2019.

კახური წარჩინებული, "ბადაგონი", 2020.

ქისი ქვევრი, "გიუაანი", 2020.

მწვანე ქვევრი, "რთველისი", 2022.

საფერავი-მერლო, "რთველისი", 2022.

მაესტრო საფერავი, "ბადაგონი"

მანავის მწვანე, "გიუაანი", 2022.

ალავერდი ტრადიციული, "ბადაგონი", 2021.

მანავი კასრის, "გიუაანი", 2021.

ქინძმარაული, "რთველისი", 2022.

ბრინჯაო

ქისი ქვევრი, "ბადაგონი", 2021.

ხიხვი ქვევრი, "ბადაგონი", 2021.

სრულ შედეგებს გაეცანით London Wine Competition-ის გვერდზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.