Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

IWSC საქართველოში ბრუნდება: ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსი

საქართველოში IWSC-ის (International Wine & Spirits Competition) მესამე გლობალური შეფასების ღონისძიება წელსაც გაიმართება. პირველად, ქართული ღვინოების გარდა, ჟიურის წევრები შეაფასებენ ქვეყნის სხვა ალკოჰოლურ სასმელებსაც.

IWSC 2025 წლის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასების ღონისძიება გაიმართება 2024 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე თბილისში: "როგორც ყოველთვის, საქართველოში ჩამოვა საერთაშორისო ჟიურის ვარსკვლავური გუნდი. ამ წელს, ჩვენ გვექნება სპეციალური პანელები ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელებისთვის". - ვკითხულობთ ვებგვერდზე.

ღვინის საკონკურსო პანელებს უხელმძღვანელებს ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და IWSC-ის შეფასების კომიტეტის წევრი სარა ებოტი (MW). ალკოჰოლური სასმელების პანელებს კი უხელმძღვანელებენ სომელიეები: ერიკ ცვიბელი (MS) და სალვატორე კასტანო: "ჟიურის გუნდს ადგილობრივი ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპერტებიც შეუერთდებიან, რათა თავიანთი ფასდაუდებელი ცოდნა და გამოცდილება უცხოელებს გაუზიარონ".

IWSC-ის გენერალურმა დირექტორმა, ქრისტელ გიბერმა, განაცხადა:
წინა სტუმრობების დროს ჩვენი საერთაშორისო ჟიურის წევრები სასიამოვნოდ გაკვირვებულნი დარჩნენ არა მხოლოდ საქართველოს მდიდარი ღვინის მემკვიდრეობით, არამედ მისი ავთენტური დისტილაციის კულტურითაც. ქართული ალკოჰოლური სასმელები იმდენად მრავალფეროვანია, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მოხარულნი ვართ, რომ წელს, ჩვენი გლობალური შეფასება საქართველოში როგორც ღვინოს, ისე ალკოჰოლურ სასმელებს მოიცავს და მოუთმენლად ველით ამ ულამაზეს ქვეყანაში კიდევ უფრო დიდ ღონისძიებას.“

გურჯაანის ღვინის ფესტივალის პრეზიდენტი, სოსო გალუმაშვილი, აღნიშნავს:
IWSC-ის ღვინის კონკურსი საქართველოში გახდა მნიშვნელოვანი მოვლენა როგორც საქართველოს, ასევე სხვა რეგიონის ღვინის მწარმოებლებისთვის. ყოველწლიურად მონაწილეთა და გამარჯვებულთა მზარდი რაოდენობა ხაზს უსვამს ქართული ღვინის გლობალურ კონკურენტუნარიანობას. წლევანდელ კონკურსს კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან პირველად წარმოვაჩენთ ჩვენს უნიკალურ ალკოჰოლურ სასმელებს, მათ შორის ჭაჭას, საერთაშორისო ჟიურის წინაშე.“

IWSC 2025 წლის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებისთვის განცხადებების მიღება დაიწყება 7 ოქტომბერს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული