Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

IWSC-ის ჟიური საქართველოში სტუმრობის შესახებ საუბრობს

ოქტომბერში, როგორც ყველასათვის ცნობილია, IWSC-ის კონკურსი ჩატარდა. ახლა საქართველოზე, აქ აღმოჩენილი  ამბებისა და შთაბეჭდილებების შესახებ IWSC-ის ჟიურის წევრები საუბრობენ. ცნობილი ღვინის ექსპერტები, მეგან კლარკი, სარა ებოტი, კეტ ლომაქსი, მეგი მაკფერსონი და სალვატორ კასტანო დიდი სიხარულით ესტუმრნენ აქაურობას: “მე საქართველოს სამი წლის წინ ვესტუმრე, როცა გავიგე, რომ IWSC საქართველოში ტარდებოდა, დიდი სიხარულით სიხარულით გადავწყვიტე აქ კიდევ ერთხელ ჩამოსვლა” - აღნიშნავს მეგანი. 

ჟიურის წევრებმა ღვინოების შეფასება მეორე დღესვე დაიწყეს. სხვადასხვა სტილის ღვინოებს მონაცვლეობით აგემოვნებდნენ, ჯერ საფერავს, შემდეგ რქაწითელს, თან ქულებსა და არომატებს იწერდნენ, მსჯელობდნენ და საბოლოო შეთანხმებამდე მიდიოდნენ. როგორც ვკითხულობთ, შეფასების შემდეგ სტუმრები ფუნიკულიორის რესტორანს ესტუმრნენ, სადაც სხვადასხვანაირი ქართული კერძები დააგემოვნეს: “ათასგვარი უგემრიელესი კერძი გავსინჯეთ, შემწვარი ღორის ხორცი, ქათამი ნივრისა და ნიგვზის სოუსში, ძალიან შთამბეჭდავი და გემრიელი დესერტია ჩურჩხელა და ფელამუში. ქართული სუფრის კიდევ ერთი საკვანძო ელემენტია სადღეგრძელო და თამადა, რაც ჩემთვუს ძალიან საინტერესოდ აქცევს სუფრას” - აღნიშნავს მეგანი. 

შემდეგ დღეს ქართველი ექსპერტებიც შეურთდნენ შეფასების პროცესს და ამჯერად, როგორც თავად ამბობენ, განსაკუთრებით საინტერესო იყო მსჯელობა ქართველებთან ერთად, რომლებსაც შეეძლოთ იმის ახსნა, რასაც თავად ვერ ხვდებოდნენ, მაგალითად, გაურეცხავი ქვევრის სუნს. 

დაჯილდოების შემდეგ, როცა 16 ოქროს, 63 ვერცხლისა და 209 ბრინჯაოს ღვინის მფლობელი ღვინოები გამოვლინდა, კახეთს ესტუმრნენ: “გავემგზავრეთ კახეთში, “შატო ბუერაში” დეგუსტაციით ძალიან ვისიამოვნეთ, რასაც შემდეგ ლანჩი მოჰყვა. “შატო ზეგაანსაც” ვესტუმრეთ, სადაც მხოლოდ ორგანულ საფერავს აყენებენ. მომდევნო დღეს ულამაზეს სიღნაღში ვიყავით, შევიარეთ “მოსმიერში”, ქართული კულტურისა და ქვევრის დამზადების შესახებ უფრო მეტი გავიგეთ, რაც საკმაოდ შრომატევადი და გრძელვადიანი პროცესი ყოფილა”. 

როგორც ვკითხულობთ, მთლიანობაში ძალიან საინტერესო და ინფორმაციული კვირა იყო თითოეული მათგანისთვის, რომელიც შესანიშნავ ღვინოსთან და არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად გაატარეს. შეგახსენებთ, IWSC-ის კონკურსი საქართველოში ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩატარდა, სადაც მთლიანობაში 288 გამარჯვებული ღვინო გამოავლინეს. მეგან კლარკის სტატიას IWSC-ის გვერდზე გაეცნობით. 
© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.