Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

DAWA 2013-ის შედეგები

ყოველწლიურ კონკურსზე Decanter Asia Wine Awards (DAWA), რომელსაც ცნობილი ბრიტანული გამოცემა Decanter-ი მართავს, წელს პირველად ხვდა აღიარება იაპონურ ღვინოს.

ჟიურიმ ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება, რომ იაპონური ღვინისათვის Grace Gris de Koshu 2012 ოქროს მედალი და რეგიონული ჯილდო მიენიჭებინა. ეს თეთრი ღვინო 100% კოშუს ჯიშის ყურძნისაგან არის დაყენებული, თავად ყურძენი კი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე, ძირითადად იამანასის პრეფექტურაში მოჰყავთ.

წლევანდელ კონკურსს სტივენ სპურიესთან ერთად ღვინის კრიტიკოსი ჯენი ჩო ლიც თავმჯდომარეობდა. მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით აზიელმა მეწარმეებმა კიდევ უფრო დიდი ინტერესი გამოიჩინეს კონკურსის მიმართ და ჩინეთიდან და ინდოეთიდან ბევრად მეტი ღვინო ჩამოიტანეს.

ჯილდოები კი ასე გადანაწილდა:

ინდოეთს ერთი ვერცხლის და 9 ბრინჯაოს მედალი მიანიჭეს, მოწონება კი ოთხმა ღვინომ დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ჩინეთმა უმაღლესი შეფასება მიიღო, წელს ოქრო არ ერგო და მხოლოდ ორ ვერცხლს და ხუთ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

სხვა ქვეყნების ღვინოებს შორის ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად ავსტრალიურ ღვინოებს - Decanter World Wine Awards (DWWA)-ზე 18 ოქროს მედალი და 11 რეგიონული ჯილდო მიიღეს და საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

იტალიური ღვინო ვენეტოს რეგიონიდან ოთხი ოქროს მედლითა და 4 რეგიონული ჯილდოთი აღინიშნა.

მხოლოდ ორი რეგიონული ჯილდო ხვდა წილად საფრანგეთს: ერთი ლანგედოკ-რუსიონის ღვინოს ერგო, მეორე კი ბორდომ დაიმსახურა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წელს საფრანგეთი სათანადოდ ვერ წარდგა ჟიურის წინაშე. სამწუხაროდ, მათ კონკურსზე ძალიან ცოტა სახეობის ღვინო წარადგინეს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.