Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

7 ნაკლებად ცნობილი ღვინის რეგიონი, რომლებსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ

იტალია პლანეტის უმსხვილესი ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა (წლიურად 7,5 მილიარდი ბოთლით), თუმცა მხოლოდ გამოცდილ ენოლოგებსა და ღვინის მცოდნეებს თუ ეცოდინებათ, რომ ეთიოპიას ღვინის საერთაშორისო კონკურსებზე უფრო და უფრო მეტი ოქროს მედლით აჯილდოვებენ. საფრანგეთი მილიარდობით ლიტრ ღვინოს აწარმოებს, მაგრამ ვინ იცის, რომ ღვინოს კუნძულ ტაიტზეც ამზადებენ, საფრანგეთის პოლინეზიაში, სადაც, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე შორეული ვენახებია გაშენებული.

ალბათ გაგიკვირდებათ, რომ უცნობ ღვინის ქვეყნებსა და რეგიონებს შორის პირველ რიგში საქართველოს აღმოაჩენთ South China Morning Post-ზე, რომელიც 7 დაუფასებელ ღვინის მწარმოებელ ქვეყანასა და რეგიონს შორის პირველ ადგილას სწორედ საქართველოს ასახელებს, უფრო ზუსტად კი კახეთს: “კახეთი საქართველოს, ღვინის სამშობლოს მთავარი ღვინის მწარმოებელი რეგიონია. იმისთვის, რომ ამ ადგილის სილამაზე სრულად შეიცნოთ, ულამაზეს ქალაქ სიღნაღში უნდა დარჩეთ, იქიდან კი ვენახის ტურებსა და ღვინის დეგუსტაციებზე უნდა იაროთ.” - წერს ავტორი ტიმ პაილი. 

საქართველოს შემდეგ სტატიაში სლოვენიაზე ვკითხულობთ. მეღვინეობა ცენტრალური ევროპის ამ ნაწილში 1570 წელზე ბევრად ადრე გავრცელდა. კელტური ტომების წარმომადგენლებს ვაზი ამ ტერიტორიაზე საუკუნეებით ადრე მოჰყავდათ მანამ, სანამ რომაელები მევენახეობა-მეღვინეობას საფრანგეთსა და გერმანიაში შემოტანდნენ. სლოვენია Food and Wine-მა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ ღვინის რეგიონადაც კი დაასახელა. პოდრავსკა ყველაზე აქტიური და ცნობილი რეგიონია ქვეყანაში, განსაკუთრებით გამორჩეულია ცქრიალა და მსოფლიო დონის სადესერტო ღვინოებით. უფრო დასავლეთით კი, იულიუსის ალპების დათოვლილ მწვერვალებსა და მზიან ადრიატიკის სანაპიროებს შორის კი  კრასია (Kras) მოქცეული, სადაც 160 მევენახეა. იტალიასთან სიახლოვე იმას ნიშნავს, რომ ღვინისმოყვარულებს სლოვენიის სადეგუსტაციო ტურიდან ვენეციაში გადასვლას შეძლებენ

მესამე ადგილას ინდოეთია. ქვეყნის პირველი კომერციული საწარმო 1982 წელს დაარსდა. მაჰარაშტრას შტატში, მუმბაიდან ოთხი საათის სავალზე, ქალაქი ნაშიკია, რომელიც გლობალურ აღიარებას იძენს ნელ-ნელა თავისი ღვინოებით. ვენახები გვხვდება ასევე დასავლეთ გატების (Ghats) გრილ მთისწინეთში. ინდოეთში ძირითადად მოჰყავთ კაბერნე სოვინიონი. შირაზი, გულაბი, მუსკატი, ასევე ადგილობრივი ჯიშები: Sultana, Anab-e-Shahi, Dilkhush, Sharad Seedless და Perlette.

ღვინის წარმოება ვიეტნამში საფრანგეთის კოლონიური მმართველობის დროს დაიწყო და აშშ-სთან ომის პერიოდში შეჩერდა. მას შემდეგ ვენახები კვლავ გაშენდა, თუმცა საკმაოდ რთულად, რადგან, როგორც ავტორი წერს, ნაღმებით იყო სავსე ძველი ბრძოლის ველები. ვიეტნამში დარგულია Cardinal და Chambourcin-ის ვაზის ჯიშები, ქვეყანაში მუშაობენ ავსტრალიელი რვინის მცოდნეები, რომლებიც ვიეტნამურ ცქრიალა ღვინოზე ძალიან ხშირად ატარებენ ექსპერიმენტებს. 

მეხუთე ადგილას ინგლისია. ინგლისში წარმოებულ ღვინოებზე ოდესღაც ბევრს ხუმრობდნენ, თუმცა დამოკიდებულება თანდათან შეიცვალა და ახლა ინგლისურ ცქრიალებს მსოფლოში ერთ-ერთ საუკეთესოდაც კი მიიჩნევენ. სასექსი და კენტი ინგლისში ყველაზე ცნობილი ღვინის რეგიონებია. სასექსში ძირითადად მოჰყავთ შარდონე, პინო ნუარი და პინო მონიე. კენტში კი ძირითადად ამ სამი ჯიშის გარდა Bacchus-სა და Ortega-ს ღვინოებს აწარმოებენ. 

ჩინეთში პირველი ვენახები იანტაიში, შანდონგის პროვინციაში მე-19 საუკუნის ბოლოს “გაიხსნა”. დღეს ამ რეგიონში ჩინური ღვინის 40% იწარმოება. გობის უდაბნოს პირას მდებარე ქალაქი ვუჰაი კი მკაცრ ზამთარს უძლევს ხშირი ყინვებითა და მცირე ნალექით. ზიანის შესამციებლად აქ ვაზებს ზამთარში მიწით ფარავენ ხოლმე. მიწაში “ჩაფვლა” ვაზს გაყინვიდგან იცავს. ეს პრაქტიკა ხელს უშლის დაავადებების გავრცელებასაც, რომლებიც შეიძლება მიწისზედა გარემოში ზამთრის პერიოდში გავრცელდეს. გაზაფხულზე კი ვეგეტაციისდაწყებამდე ვაზებს საგულდაგულოდ აცლიან მიწას. 

ბოლო ადგილას კი ურუგვაია. სამხრეთ ამერიკაში მასზე დიდი მწარმოებლებიც არიან, მაგალიად არგენტინა, ჩილე და ბრაზილია, თუმცა ურუგვაის საოჯახო მარნებში აქცენტს ხარისხზე უფრო აკეთებენ, ვიდრე რაოდენობაე. ტანატი (tannat) ურუგვაიში ძალიან ცნობილი ვაზის ჯიშია, ის აქ მე-19 საუკუნეში ბასკელმა ემიგრანტებმა შემოიტანეს და ხელსაყრელი კლიმატისა და ნიადაგის პირობებში ააყვავეს. ტანატის სხეულიანი ღვინოები მრავალ ჯილდოსა და აღიარებას იმსახურებს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ურუგვაის, როგორც ერთ-ერთი დიდი პოტენციის მქონე ქვეყნის ავტორიტეტს. სტატიას South China Morning Posta-ზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.