Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

52 ოქრო - Mundus Vini-ის საგაზაფულო დეგუსტაციის შედეგები ცნობილია

Mundis Vini ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღვინის კონკურსია, რომელზეც 2001 წლიდან მსოფლიოს თითქმის ყველა ღვინის მწარმოებელი რეგიონი იღებს მონაწილეობას. ყოველ წელს სეზონების მიხედვით ბრმა დეგუსტაციები იმართება, თებერვალში Mundis Vini-ის 34-ე საგაზაფხულო საერთაშორისო ღვინის კონკურსის შედეგები გამოვლინდა. ჯამში 1712-მა ღვინომ დაიმსახურა ოქროს ჯილდო, ექვსდღიან დეგუსტაციაზე Neustadt an der Weinstraße-ზე 260-მდე საერთაშორისო ექსპერტი გაემგზავრა. 

საქართველომ მოიპოვა 52 ოქროს და 31 ვერცხლის მედალი. დეგუსტაციაში მონაწილეობა მიიღეს ღვინის მცოდნეებმა, ექსპერტებმა, მწერლებმა 55 სხვადასხვა ქვეყნიდან. კონკურსზე ღვინოები ცნობილი მწარმოებელი რეგიონების გარდა გაიგზავნა უზბეკეთიდან, პოლონეთიდან და ყაზახეთიდანაც. 

მთლიანობაში ყველაზე მეტი, 639 ჯილდო, გადაეცა იტალიას. შემდეგ მოდის ესპანეთი 535 მედლით, საფრანგეთი - 296 ჯილდოთი და გერმანია 193-ით. საკმაოდ ბევრი დაიმსახურა სამხრეთ აფრიკამაც (95 ჯილდო) და ჩილემ (55 ჯილდო). 

Mundus Vini დაარსდა Meininger Verlag-ის მიერ და დაარსებიდან დღემდე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურსია. ყოველწლიურად 12 000-ზე მეტი ღვინო იღებს მონაწილეობას, ეს კი უფრო მეტად უსვამს ხაზს ამ კონკრუსის მნიშვნელობას. Mundus Vini 2014 წლიდან წელიწადში 2 დეგუსტაციას აწყობს. წლევანდელი დეგუსტაციის შედეგებს შეგიძლიათ კონკურსის ვებგვერდზევე გაეცნოთ. 

ახლა კი იმ ქართული ღვინოების ჩამონათვალს გაგაცნობთ, რომელთაც ოქროს მედალი დაიმსახურეს. 

Koncho Orange, 2020.

გლეხური საფერავი, “თელიანი ველი”, 2020.

ნაფარეული იბერიული, კომპანია “შუმი”, 2021.

ნაფარებული იბერიული, “შუმი”, 2022.

მუკუზანი იბერიული, “შუმი”, 2021.

საფერავი იბერიული, “შუმი”, 2021.

ბიო საფერავი იბერიული, “შუმი”, 2020.

საფერავი ქვევრი იბერიული, “შუმი”, 2022.

მწვანე ქვევრი იბერიული, “შუმი”, 2020.

წინანდალი იბერიული, “შუმი”, 2022.

ყვარელი განსაკუთრებული რეზერვი, Koncho & Co, 2019.

საფერავი ქვევრი, Koncho & Co, 2020.

მცვივანი კახური ქვევრი, Koncho & Co, 2020.

მუკუზანი, 2021, “მეღვინეობა ხარება”.

მუკუზანი, “დუგლაძის ღვინის კომპანია”, 2022.

საფერავი ქვევრი, “დუგლაძის ღვინის კომპანია”, 2022.

საფერავი რეზერვი, “დუგლაძის ღვინის კომპანია”, 2020.

საბადო გრანდ საფერავი, “ბოლერო და კომპანია”, 2022.

საფერავი-მერლო, “რთველისი”, 2022.

ქისი ქვევრი, “რთველისი”, 2022.

Winery97 გაუფილტრავი საფერავი, “თელიანი ველი”, 2021.

გლეხური ქისი ქვევრი, “თელიანი ველი”, 2019.

გლეხური ქისისხევი საფერავი ქვევრი, “თელიანი ველი”, 2022.

გლეხური ქისი Anniversary Edition, “თელიანი ველი”, 2020.

8K Ancient Red, “თელიანი ველი”, 2022.

რქაწითელი ქვევრი, “კახეთი კომპანი”, 2020.

უმანო საფერავი, “კორპორაცია ქართული ღვინო”, 2022.

უმანო რქაწითელი ქვევრი, “კორპორაცია ქართული ღვინო”, 2023.

აკიდო მუკუზანი, “კორპორაცია ქართული ღვინო”, 2022.

საფერავი Reserve, “ბადაგონი”, 2010.

ალავერდი მშრალი წითელი, “ბადაგონი”, 2020.

საფერავი kosher, “ბადაგონი”, 2018.

მუკუზანი, “ბადაგონი”, 2021.

მაესტრო საფერავი, “ბადაგონი”, 2022.

საფერავი ქვევრი, “ბადაგონი”, 2021.

გურემანი მუკუზანი, “კოტეხი - გურჯაანის მარანი”, 2022.

რაჭული მწვანე ქვევრი, “ნაბერაული”, 2021.

ცოლიკოური, “ნაბერაული”, 2022.

ტვიში, “ნაბერაული”, 2022.

საფერავი-ძელშავი, “ნაბერაული”, 2022.

კაპისტონი ჩინებული, Sustaina Wines, 2019.

საფერავი, Winery Kalo, 2022.

ქართველი საფერავი, “ქართველი”, 2022.

რქაწითელი ქარვისფერი ღვინო, “ღვინია”, 2021.

საფერავი განსაკუთრებული მოსავალი, “ჩელთი”, 2018.

საფერავი ქვევრი მემკვიდრეობა, “ჩელთი”, 2016.

საფერავი მემკვიდრეობა, ჩელთი”, 2008.

საფერავი, “ჩელთი”, 2010.

საფერავი 20 Year Anniversary, “ჩელთი”, 2016.

საფერავი მუხაში, “ჩელთი”, 2015.

ხიხვი ქვევრი, “კორპორაცია ქინძმარაული”, 2022.

მუკუზანი, “კორპორაცია ქინძმარაული”, 2020.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული