Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

47 ჯილდო - გერმანული კონურსის WeinMarkt-ის შედეგები ცნობილია

ელენე ცინცაძე

WeinMarkt გერმანული ღვინის ბიზნეს ჟურნალია, რომელიც 15 წელზე მეტი ხანია კონკურსებსა და ფესტივალებს ატარებს. გერმანულ კონკურსზე 2020 წელს დაახლოებით 200 000 ბოთლი გაიგზავნა შესაფასებლად სხვადასხვა ქვეყნებიდან, გასულ წელს კი 900 000 ღვინო გაზავნეს შესაფასებლად. “ეს 29%-იანი ზრდაა კორონას მიუხედავად, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია. აღსანიშნავია, რომ 2019 წლამდე, სანამ ტურიზმი ძალიან აქტუალური იყო საქართველოში, გაიზარდა ქართული ღვინის ცნობადობა გერმანიაში. ეს კი მნიშვნელოვანია”- ვკითხულობთ WeinMarkt-ის დოკუმენტში. ჩვენი ღვინო თანდათან გერმანიაში უფრო და უფრო მოთხოვნადი გახდა. სარა ებოტი, ბრიტანელი ღვინის ექსპერტი აღნიშნავს: "საქართველომ ბოლო 15 წელიწადში აჩვენა, რომ მას ბევრი დაბრკოლებისა და კრიზისის დაძლევა შეუძლია. უზარმაზარ პოტენციალს კი სჭირდება ახალ-ახალი იდეები, რომელთა განხორციელებაც ყველაზე მნიშვნელოვანია".

კონკურსის საბოლოო შეფასებების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  2006-2013 წლამდე პერიოდში საქართველომ სხვა საერთაშორისო ღვინის ბაზრებზე ადაპტირება მოახერხა. იმ პერიოდში, როცა საქართველოდან რუსეთში ღვინო არ გადიოდა, ახალი ბაზრები გაჩნდა, როგორიცაა ჩინეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და გერმანია. ეს ძალიან დაეხმარა საქართველოს ქართული ღვინოების სხვა ბაზრებზე დასამკვიდრებლად: "ქართულ ღვინოებს შეუძლია უნიკალური და განსაკუთრებული პროდუქტი შესთავაზოს ბაზარს, რაც უფრო დიდ ინტერესს იწვევს ღვინის მოყვარულთა საზოგადოებაში" - ვკითხულობთ დოკუმენტში, სადაც წერენ ქართულ ღვინის კულტურაზე, უნიკალურ ქვევრის მეთოდზე, ქართულ კლიმატსა და ღვინის ექსპორტზე.  4 მაისს WeinMarkt-ის ჟიურიმ, ენოლოგებმა, მომხმარებლებმა და ექსპერტებმა 130 ქართული ღვინო დააგემოვნა გაუბილკენჰაიმში, DLG-Zentrum-ის სადეგუსტაციო სივრცეში, სადაც 47-მა ღვინომ გაიმარჯვა.

თეთრი გამარჯვებული ღვინოები და მათი საკონკურსო ქულებია:

რქაწითელი, "არაგვისპირის ღვინის მარანი", 2019, 88,5

თეთრი აკურელი, "აკურელი", 2021, 87.5

რქაწითელი ქვევრი, "რთველისი", 2020, 88.5

რქაწითელი, "Koncho & Co.", 2019, 88.5

რქაწითელი, Terra Georgia "მეღვინეობა მახტრიონი", 2019, 87.5

სათემო, "კონდოლის მარანი", 2020, 87.5

კონდოლური, "ღვარძელაშვილის მარანი", 2019, 90.0

წინანდელი, "მეღვინეობა პი", 2021, 87.5

რქაწითელი, "ვარდიაშვილის ოჯახის ღვინო", 2020, 90.0

სატრაპეზო , “თელავის ღვინის მარანი", 2018, 90

რქაწითელი ქვევრის, "თბილღვინო", 2020, 87.5

მწვანე კახური, "კარდანახის მამული", 2020, 91.0

რქაწითელი, "ლევანის მარანი", 2018, 87.5

ლიპარტიანი “დედოფალი თამარი”, “მეღვინეობა ხარება”, 2015, 92.5

“ბედიანი”, “მეღვინეობა ბედიანი”, 2020, 88.5

სათემო ქისი, “მეღვინეობა კონდოლი”, 2020, 87.5

რქაწითელი, “იასეს მარანი”, 2017, 90.0

“პრინცი იოანე ბაგრატიონი”, “მეღვინეობა შილდა”, 2020, 88.5

Vine Ponto, “SG winery, 2020, 90.0

რქაწითელი პრემიუმი, “მეღვინეობა ვაზიანი”, 2016, 90.0

წინანდალი ქვევრის, “მილდიანი”, 2016

მცვივანი, “ქვევრის ღვინის მარანი”, 2020, 87.5

ქისი, “კორპორაცია ქართული ღვინო”, 88.5

ხიხვი მწვანე, “კარდანახი 1888”, 2020, 90.0

ხიხვი, “ქვევრის ღვინის მარანი”, 2020. 88.5

გორული მწვანე, “ვილა მოსავალი”, 2019, 88.5

გლეხური ხიხვი, “თელიანი ველი”, 2020, 90.5

მწვანე კახური, “დო-რე-მი”, 2020, 87.5

ჩხავერი, “დათოს ღვინო”, 2020, 90.0

ბუერა, “თედოს მარანი”, 2020, 90.0

კონკურსში 16 წითელი გამარჯვებული ღვინოა, მათგან 7-მა 90 ქულაზე მეტი დაიმსახურა. ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო "მოსმიერის" მშრალმა საფერავმა, რომელიც ალუბლისა და კენკრის სურნელებით, დაბალანსებული ტანინებითა და გრძელი დაბოლოებით დაახასიათეს.

წითელი გამარჯვებული ღვინოებია:

საფერავი როზე, “თედოს მარანი”, 2020, 87.5

ჟღია, “შათირი”, 2020, 87.5

საფერავი ბუდეშური, “თავანკარი”, 2019, 90.0

საფერავი, “შათირი”, 2020, 88.5

საფერავი ძელშავი, “ნაბერაული”, 2020, 87.5

საფერავი, “კორპორაცია ქინძმარაული”, 2018, 88.5

საფერავი ალადასტური, “შატო ლიპარტიანი”, 2013, 91.0

მუკუზანი, “რთველისი”, 2019, 88.5

საფერავი განსაკუთრებული გამოშვება, “მოსმიერი”, 92.5

ალექსანდროული, “ნაბერაული”, 2020, 88.5

საფერავი ქვევრის, “მეღვინეობა ბინეხი”, 2017, 91.0

საფერავი განსაკუთრებული მარაგი, “Koncho & Co.”, 2016, 90.0

კუვე თავკვერი ძელშავი, “ზაალ ლილუაშვილის მარანი”, 2019, 87.5

საფერავი გაუფილტრავი, “თელიანი ველი”, 2021, 88.5

საფერავი, “მოსმიერი”, 2015, 90.0

ალადასტური, “საბადო”, 2020, 90.0

ნესტორეული ალექსანდროვის ღვინის მარაგი, “ქართული ღვინის სახლი”, 2019, 88.5

WeinMarkt მიზნად ისახავს ღვინით დაინტერესებული ადამიანებისთვის ღვინის ბიზნესის შესახებ ყველა სახის სანდო ინფორმაციის მიწოდებას. კონკურსები კი კიდევ უფრო მეტად აძლევს მარნებს სტიმულს და ეხმარება მათ მსოფლიო ბაზარზე ადგილის დამკვიდრებაში. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული