Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დასახელდა 2013 წლის საუკეთესო შარდონეები

ბურგუნდიაში ჩატარდა ტრადიციული საერთაშორისოკონკურსიChardonnay du MondeXX. პასტერის ინსტიტუტის მამულში, Chateau des Ravatys-ში, ტრადიციისამებრ, შარდონეს ჯიშის ყურძნისაგან დაწურული საუკეთესო ღვინოები წარადგინეს.  კონკურსზე 35 ქვეყნის 900-ზე მეტი ღვინო გაიტანეს და მათი შეფასება ფრიად კომპეტენტურ ჟიურის დაევალა. ჟიურის წევრებად ღვინის წამყვანი ექსპერტები მიიწვიეს, რომელთა უმრავლესობაც, ძირითადად, საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ექსპერტებმა მკაცრად და ობიექტურად შეაფასეს წარდგენილი სასმელი და პირველ ათეულში 13 ღვინო შეიტანეს – რამდენიმე ღვინომ თანაბარი ქულები დააგროვა.

გთავაზობთ გამარჯვებული ღვინოების ჩამონათვალს: 

1. Meursault 1er Cru Charmes Chateau de Meursault, 2010 წელი,Domaine du Chateau de Meursault (საფრანგეთი)

2. Royal de Maria Winter Harvest Chardonnay Icewine, 2007 წელი, Royal de Maria wines (კანადა)

3. Champagne Blanc de Blancs Brut, 2009 წელი, Sarl Champagne Gruet (საფრანგეთი)

4. Rietvalley Special Select Chardonnay, 2012 წელი, Rietvalley Wine Estate (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა)

5. Chardonnay Vyber z Bobuli, 2011 წელი,Vinarstvi Josef Valihrach (ჩეხეთი)

6. Bourgogne Hautes-Cotes de Nuits "Les Millottes", 2010 წელი,La Cave des Hautes Cotes (საფრანგეთი)

7. Saint Aubin "En Vesvau", 2010 წელი,Sa Chateau de Santenay (საფრანგეთი)

8. Vin de Pays d`Oc le Pigeonnier, 2012 წელი,Cave Coop. La Languedocienne et ses Vignerons (საფრანგეთი)

9. Limoux dA Chardonnay Reserve, 2011 წელი,Les Domaines Paul Mas (საფრანგეთი)

10. Pouilly-Fuisse, 2011 წელი,Domaine du Grand Pre (საფრანგეთი)

11. Beaujoulais "Terra Iconia", 2011 წელი,Vignerons des Pierres dorees (საფრანგეთი)

12. Macon La Roche Vineuse Les Ronzettes, 2011 წელი,Chateau de la Greffiere (საფრანგეთი)

13. Macon-Burgy "Les Vercheres" Chardonnay, 2011 წელი,Domaine Olivier Fichet (საფრანგეთი)

უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთი კვლავ ინარჩუნებს პირველობას – დასახელებული 13 საუკეთესო შარდონედან 10 სწორედ ამ ქვეყანაშია დაწურულ-დაყენებული. გასული წლის მსგავსად წელსაც საუკეთესოდ მიიჩნიეს ფრანგული ღვინეობი Chateau de Meursault-დან და Les Domaines Paul Mas-იდან, ჩეხური კომპანია Vinarstvi Josef Valihrach-ის ნაწარმიც უკვე მეორედ გახდა ამ კონკურსის გამარჯვებული.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული