Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

არაყი "სვაროვსკის" კრისტალებით

ლონდონის ექსკლუზიურ ღამის კლუბებში - Embassy, Dolce, Amika, Maya, Tramp, Maddox და Chinawhite - შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი OVAL Vodka, რომელიც სვაროვსკის 7000 კრისტალითაა შემკული. ბოთლის ფასი 3500 გირვანქა სტერლინგია.

OVAL Vodka-ს წარმომადგენლები, სასმელის პოპულარიზაციის მიზნით, აპირებენ დაესწრონ ზოგიერთ ელიტარულ ღონისძიებას, სტუმრებს სასმელი შესთავაზონ და მისი შექმნის ისტორიაც გააცნონ.

OVAL Vodka მსოფლიოში ერთადერთი "სტრუქტურირებული" არაყია, რომელიც მზადდება მაღალხარისხიანი ინგრედიენტებისგან, რუს მეცნიერთა მიერ შემუშავებული დაპატენტებული ტექნოლოგიით. ჯერ კიდევ 2004 წელს, რუს და ავსტრიელ ტექნოლოგთა მიღწევების საფუძველზე, შეიქმნა კომპანია OVAL GmbH.

რაც შეეხება ბოთლის დიზაინს, ის სრულად შეესაბამება არყის სტრუქტურას და მასში მოლეკულების შეერთებას, რომლებიც ტეტრაედრის ფორმითაა განლაგებული.

 

© „მარანი“

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული