Home
ქართული | English
სექტემბერი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

მულტიმედია

კომენტარები

PAR Wine Award International – 7 ქართული ოქრო

რამდენიმე დღის წინ ახალი, ძალზე საინტერესო ღვინის კონკურსის შესახებ შევიტყვეთ, რომელიც სპეციალურად აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის დაფუძნდა მათი მევენახეობა–მეღვინეობის პოტენციალის გამოსავლენად და მოიცავს საქართველოს, ჩეხეთს, პოლონეთს, ხორვატიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, ლიბანს, ისრაელს, ბოსნია–ჰერცეგოვინას, კოსოვოს, მონტენეგროს, მოლდავეთს, რუმინეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, თურქეთს, მაკედონიას, სერბეთს, სლოვენიას, უნგრეთსა და კვიპროსს. ესაა ქვეყნები, რომლებსაც მევენახეობა–მეღვინეობის გამორჩეული, ავთენტური კულტურა აქვთ და ცდილობენ მყარად დამკვიდრდნენ თანამედროვე მსოფლიო ბაზარზე. მეთოდი PAR (Product, Analysis, Ranking – პროდუქტი, ანალიზი, რეიტინგი) ცნობილმა გერმანელმა ექსპერტმა, ღვინის სენსორიკის სპეციალისტმა მარტინ დარტინგმა და გიზელა ვიუსტინგერმა შეიმუშავეს და სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით ჩატარდა ეს კონკურსიც, რომელიც ავტორთა აზრით საუკეთესო პლატფორმად შეიძლება იქცეს მევენახე–მეღვინეებისთვის, რესტორატორებისთვის და მართალი ღვინის მოყვარულებისთვის.

პროექტის მთავარი მიზანი არამხოლოდ ღვინით ვაჭრობის ახალი არხების შექმნაა, არამედ მევენახეობა–მეღვინეობის მდიდარი ტრადიციული კულტურის შენარჩუნება, დაცვა და განვითარება.

წელს დეკემბერში პირველად გაიმართა PAR Wine Award International და უნდა ითქვას, რომ იგი ქართული ღვინოების ტრიუმფით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ქვაჭრელიშვილების საოჯახო მარანმა „ნაოტარი“ ყველაზე მაღალი, 98 ქულა მოაგროვა და ე.წ. „უმაღლესი ოქრო“ (Top Gold) მოიპოვა. ჩვენი ოქროს შვიდეული კი ასე გამოიყურება:

98 ქულა – რქაწითელი, ქისი, ხიხვი, ნაოტარი, 2014

95 ქულა – საფერავი, საწნახელი, ჭოტიაშვილის საოჯახო მარანი, 2013

94 ქულა – საფერავი მუხაში, შალოშვილის მარანი, 2013

93 ქულა – მწვანე კახური, ბინეხი, 2015

92 ქულა – მწვანე კახური, პეტრიაანთ მარანი, 2014

90 ქულა – დათო–ნოა რქაწითელი, ნიკას მარანი, 2012

90 ქულა – საფერავი მამაპაპური, საწნახელი, ჭოტიაშვილის საოჯახო მარანი, 2013

ქარდა ამისა, 5–მა ქართულმა ღვინომ ვერცხლის ქულებიც მოიპოვეს (85–89).

P.S. იხ. მარტინ დარტინგის მცირე ინტერვიუ, რომელიც გასული წლის თებერვალში ჩაწერა „ღვინის კლუბმა“.

უფრო დეტალურად PAR Wine Award International–ის შესახებ იხ. აქ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული