Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შამპანური Sotheby's-ისგან

აუქციონის სახლმა Sotheby's-მა საკუთარი შამპანური გამოუშვა. შამპანური ინტერნეტის საშუალებით, აუქციონების მიმდინარეობისას და Sotheby's-ის ბუტიკში გაიყიდება, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს. ერთი სტანდარტული ბოთლის ფასი დაახლოებით 30 დოლარი იქნება, მაგნუმი კი 70 დოლარამდე ეღირება. შამპანურის ჩამოსხმის პატივი კომპანია R&L Legras-ს ერგო. ეს ცნობილი კომპანიაა, რომელიც ჯერ კიდევ 1908 წელს დაარსდა და საფრანგეთის არაერთ პრესტიჟულ რესტორანს ამარაგებს პროდუქციით. სოთბის შამპანური საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მოწეული შარდონესგან არის დაყენებული. სოთბის ღვინის განყოფილების გენერალური დირექტორი ამერიკისა და აზიის განხრით, ჯეიმი რიჩი, ამბობს, რომ მათი შამპანური “მსუბუქი, ცოცხალი და ელეგანტურია”. მისი თქმით, იგი უკვე 20 წელია, კომპანია R&L Legras-ის ღვინოების თაყვანისმცემელია და მოხარულია, რომ სწორედ ის შეირჩა სოთბის შამპანურის წარმოებისთვის.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული