Home
ქართული | English
ოქტომბერი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

მულტიმედია

კომენტარები

ჟენევაში, გაეროს ოფისის ეზოში ქვევრი განათავსეს

ფოტო: ზურაბ თოფურიძე

ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისის ეზოში ქართული ქვევრი განთავსდა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ეს ქვევრი საქართველოს მთავრობამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას დაარსების 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით საჩუქრად გადასცა.  

საზეიმო ცერემონიაზე სტუმრებს გაეროს გენერალურმა დირექტორმა, მიხაელ მიოლერმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ მიმართეს. 
ქვევრის მიმდებარედ გაიხსნა მემორიალური დაფაც, რომელიც სტუმრებს გააცნობს ძეგლის წარმოშობის ისტორიას და მის კულტურულ ღირებულებას. 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის - „ღვინის გზა“ ჩვენება. ღონისძიებას ესწრებოდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, აგრეთვე, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი - ლინას ლინკევიჩუსი და ყირგიზეთის ვიცე-პრემიერი. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული