Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფერავი Rosé, თელიანი ველი - 2007

თელიანის მიკროზონაში მოწეული საფერავიდან შექმნილი ეს ვარდისფერი ღვინო იმედია ახალი ხანის დასაწყისი იქნება ქართულ მეღვინეობაში ("თელავის მარნის" როზესთან ერთად). საქართველოში შეიქმნა ორი იდეალური საზაფხულო ღვინო, რომელიც კარგად გაციებულიც შეიძლება მიირთვათ, აპერიტივზეც და დიჯესტივზეც. თელიანის როზე ღია ალუბლისფერია, გრეიპფრუტის, მჟავე ხილის, ტყლაპის, წითელი კენკრის ტონებით, ხაზგასმით მოჩანს მარწყვისა და ჟოლოს გემო. ღვინო ძალზე სასიამოვნო სიმჟავით ხასიათდება. ზომიერად სხეულიანი და მშრალია.

მიაყოლეთ ცივ ხორციან საუზმეს (თხლად დაჭრილი საქონლის ენა, მოხარშული ბურვაკი, ძეხვი), პაშტეტს, შემწვარ ქათამს, პიცას, მოშუშულ ბოსტნეულს.

მალხაზ ხარბედია

© „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული