Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფერავი, Lukasi, 2011

სახელგანთქმულ ფაფრის მინდვრებზე დაკრეფილი საფერავიდანაა ეს ღვინო დაყენებული. დადუღების შემდეგ მუხაში ვარგდებოდა, რაც პირველივე სურნელებიდან იგრძნობა. მუხა კარგადაა შერწყმული საფერავის ჯიშურ არომატებს. ახალგაზრდა ღვინოა, ფერში ჯერ კიდევ ჟოლოსფერი ჭარბობს, პირველ სურნელებში კი შავი კენკრა (მაყვალი) დომინირებს. ადვილად ამოიცნობთ მუხის კვალსაც (მცირედი ვანილის ტონები). ძლიერი, ხასიათიანი ღვინოა, ძალზე ხანგრძლივი დაბოლოებით. ვინექსპო 2013-ის ფარგლებში ჩატარებულ კონკურსზე ღვინომ ოქროს მედალი აიღო.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.