Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მწვანე, ხოხბის ცრემლები, 2009

გასულ წელთან შედარებით, გაცილებით გაიზარდა “ხოხბის ცრემლების” ასორტიმენტი. წელს ამ კომპანიის მეღვინის ხელიდან უკვე სამი დასახელების კახური ტიპის ღვინო გამოვიდა, რომლის პრეზენტაციაც, სხვა ღვინოებთან ერთად, წელს, 8 მაისს, “ღვინის კლუბის” მიერ ორგანიზებულ “ახალი ღვინის ფესტივალზე” მოხდა. რქაწითელთან და ქისთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სწორედ მანავში დაკრეფილი მწვანე კახურის ჯიშის ყურძნიდან დაყენებული კახური ღვინოა. იგი ქვევრში დადუღდა და დაძველდა, ტრადიციული კახური ტექნოლოგიით. ფერზე სხივიანი ქარვისფერია, არომატზე კი პირველ რიგში ქონდრისა და სხვა სუნელების ძალიან ეფექტური ტონები ახასიათებს. ახალი ღვინოა, განვითარების კარგი პოტენციალით. კარგი მისაყოლებელი იქნება შემწვარ ქათამთან, ბუღლამასთან, შემწვარ სოკოსთან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული