გამოქვეყნებულია: 1 დეკემბერი, 2010 - 13:25

ეს “მწვანე” მუხაში დავარგებული ღვინის მოყვარულებს მოეწონებათ. ოქრონარევი ჩალისფერი ღვინო პირველივე ცხვირში ადვილად იხსნება, სადაც მწვანე კახურისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ციტრუსებისა და ვენახის ატმის სურნელები მუხის ზეგავლენით ფორთოხლის ცედრასა და გარგრის ჩირის ტონებშია გადასული. საკმაოდ ნაზი და ხავერდოვანი დაბოლოება აქვს, კარგი მისაყოლებელი იქნება სუნელებში შემწვარ ქათამთან, კარტოფილიან თევზთან, ქათმის სალათებთან.
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თემა:
GWS –ის მწვანე მაგრად
ავტორი: Chiko - 01/12/2010
GWS –ის მწვანე მაგრად მომწონს.
- reply
2006–ისა
ავტორი: მალხაზ ხარბედია - 01/12/2010
2006–ის რომელიღაც ჩამოსხმა იყო ძალიან კარგი. მაღალმჟავიანი, ძალიან ცოცხალი, მუხაც ძალიან ზომიერად იყო. ტვიში თუ გაგისინჯავს გივიესის? ამ ზაფხულს ჩავატარეთ ღვინის კლუბში ტვიშების დეგუსტაცია და მაგრად გადაასწრო დანარჩენ ტვიშებს :)
- reply
ეგ 2006 ის არის ლონდონში ოქრო
ავტორი: Chiko - 01/12/2010
ეგ 2006 ის არის ლონდონში ოქრო რომ აიღო მგონი ხო? ძალიან–ძალიან მაგარი ღვინო იყო. მაგათ მწვანე საკუთარი ვენახი აქვთ ძალიან მაგარ ზონაში. ტვიში არ გამისინჯავს.
- reply










