Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

მერლო, ხარება, 2009

11.00 ლარი

ზოგიერთი ამპელოგრაფი ცაგერის რაიონში გავრცელებულ ორბელური ოჯალეშის ჯიშის ყურძენს ფრანგულ ჯიშთან, მერლოსთან აიგივებს და როგორც ჩანს, მწარმოებელმაც ამიტომ გადაწყვიტა ეტიკეტზე მერლო მიეწერა, რადგან ყურძენი ამ ღვინისთვის ცაგერის რაიონშია მოკრეფილი. ახალი, ცოცხალი, ჟოლოსფერი ღვინოა. ხასიათდება ხალასი, ახალგაზრდა ღვინისთვის დამახასიათებელი მცენარეული სურნელებით, თუმცა დაბოლოებისკენ შავი ქლიავის ჩირის ტონებიც ჩნდება. ძალიან გემრიელი და დასამახსოვრებელი ღვინოა, რომელიც პირველ რიგში მათთვის იქნება საინტერესო, ვინც მრავალფეროვნებას და ახალ გემოებს ეძებს ღვინოში. მიაყოლეთ ხბოს მწვადს, შემწვარ მწყერს, ლობიანს.

© ღვინის კლუბი/Weekend

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123