Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

კონდოლი, საფერავი-მერლო, თელავის მარანი, 2007

კონდოლური სერიის მორიგი ღვინოა, კვლავ ორი ჯიშის ნაზავი, ქართული საფერავისა და ფრანგული მერლოსი. ღვინოში აშკარად ჩანს მერლოს სიძლიერე, ალუბლისფერია, დასხმისთანავე იგრძნობა წიწაკისა და კვამლის ტონები, რომელსაც საფერავისთვის დამახასიათებელი შავი კენკრის სურნელი ემატება. ეს კონდოლი მუხის კასრებშია დადუღებული, შემდეგ კი 1 წელი ახალი მუხის კასრებში ძველდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი წიტელი ღვინოა ქართულ ბაზარზე. კარგადაა დაბალანსებული, ძალიან გემრიელია და ხანგრძლივი დაბოლოებითაც ხასიათდება. შემწვარ ცხვრის ხორცთან მისწრება უნდა იყოს, ასევე ცხვრის ჩახრაკულთან და ჯიხვის მწვადთან.

© ღვინის კლუბი/“Weekend“
 

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123