გამოქვეყნებულია: 10 აგვისტო, 2016 - 12:57
ეს ნატურალური ღვინო იმერეთში, ბაღდათში მოყვანილი ცოლიკოურიდანაა დაყენებული, ჭურში. ოქროსფერია, მოტკბო, მცირედი კარამელური პირველი არომატები აქვს, სადაც ვაშლის ნამცხვარი და ლიმნიანი ვაფლი გამოდის წინა პლანზე. ასევე მსხალი და ატმის ჩირი. გემოზე კიდევ უფრო ძლიერად იგრძნობთ ამ ტონებს. სასიამოვნო მჟავიანობის, საკმაოდ სავსე გემოების მქონე კარგი დაბოლოების მქონე ღვინოა.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თემა:
თქვენი კომენტარი