Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ცოლიკოური-ციცქა, ნიკოლაძეების მარანი, 2010

15.00 ლარი

ეს ღვინო იმ იშვიათი იმერული ღვინოების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ქართული ღვინის მაღაზიებში გამოჩნდა. თერჯოლის რაიონის სოფელ ნახშირღელეში მოყვანილი ცოლიკოურიდან (70%) და ციცქადან (30%) დაყენებული ღვინოა. მოოქროსფერო ჩალისფერი, სავსე გემოთი, გამჭოლი მჟავიანობით და ხანგრძლივი დაბოლოებით. ღვინო ჭურშია დაყენებული ტრადიციული იმერული წესით. ხასიათდება კომშისა და მწიფე ყვითელი ტყემლის ტონებით, საუკეთესო მისაყოლებელია დაბუღული თევზი, სალათები და იმერული ყველები, ჭყინტიც და დავარგებულიც.

© ღვინის კლუბი/Weekend



me piradad sruli pasuxismgeblobit vurchevdi yvela chem axlobes ikidon es gvino


ღვინის ეტიკეტი დამაბნეველია. თუ ცოლიკოური ციცქაა, მაშინ ეტიკეტზე ციცქა–ცოლიკოური რატომ აწერია?


სამწუხაროდ ცოლიკოური–ციცქის ბოთლის ფოტო არ გვქონდა. მხოლოდ ციცქა–ცოლიკოურის, რომლის დახასიათებაც ოქტომბრის ბოლოს დაიდება. იმედია არ დაიბნევით, ნიკოლაძეების მარანი აწარმოებს ორნაირ ღვინოს, ციცქა–ცოლიკოურსა და ცოლიკოურ–ციცქას.



სად შეიძლება ამ ღვინის შეძენა?


მაგ. ბახტრიონის ქუჩაზე, ქართული ღვინის კულტურის ცენტრში, ასევე მაჩაბლის 16–ში, ღვინის კლუბ შალ–ში

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123