Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცოლიკოური, თელიანი ველი, 2005

ღვინო დაყენებულია ტვიშის ზონაში მოწეული ცოლიკოურის ჯიშის ყურძნიდან. ღია ჩალისფერი ღვინოა მომწვანო ელფერით. ხასიათდება ეკზოტიკური ხილის, ახლადმოთიბული ბალახის, მუშმალის ტონებით. სასიამოვნოა, ცოცხალი მჟავიანობით, რაც მას ზაფხულის ერთ-ერთ საუკეთესო ღვინოდ აქცევს. ცოლიკოური რბილი გემოთი გამოირჩევა.

Kკარგია აპერიტივად. ბოსტნეულის სალათებთან, ნიგვზიან კომბოსტოს ფხალთან, ნიგვზიან ბადრიჯანთან, ძმრითა და ნივრით ზომიერად შეკმაზულ მწვანე ლობიოს ფხალთან. შესანიშნავია ტყის სოკოსთან (შემწვარი, მოხარშული, სოკოს სალათები). საუკეთესოა დაბუღულ მდინარის კალმახთან. "თელიანი ველის" ცოლიკოურს ასევე მიაყოლეთ ლოქო ქინძმარში, ბაჟეში ჩაწყობილი ქარიყლაპია, ქამბალა.
მ.ხ.

© vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული