Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცოლიკოური, Kera Wine, 2011

15.00 ლარი

ეს ობჩური ცოლიკოური ღვალაძეების საოჯახო მარანში, ტრადიციულ ჭურებშია ჩაწურული, უჭაჭოდ. შემდეგ უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში ინახებოდა. სოფელი ობჩა იმერეთის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული მიკროზონააა, აქაური ცოლიკოური კი, რომელსაც ობჩურასაც უწოდებენ, საუკეთესოდაა აღიარებული. ვენახი, სადაც ყურძენი დაიკრიფა, ფერდობზეა გაშენებული. ღვინო 100% ცოლიკოურიდან დაიწურა. ოქროსფერია, ელვარე, სხეულიანი და სავსე, ობჩური ცოლიკოურის ნამდვილი ეტალონია, ცოცხალი მჟავიანობით, ხილისა და მწვანილეულის მდიდარი სურნელებით და დაუვიწყარი მინერალური დაბოლოებით. ობჩური ცოლიკოური შესანიშნავად ეხამება ცივად მოხარშულ დედალს, მდინარის თევზს, ფხალეულს, ხაჭაპურს და ყველებს. დალიეთ კარგად გაგრილებული.

© ღვინის კლუბი/vinoge.com



მეგობრებთან ერთად დავაგემოვნე, ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ბოთლის ცოლიკოური ასეთი ჯერ არ გამისინჯავს. რომ ვსვავდით სოფელ ობჩაში მეგონა თავი. რაც მეტი მსგავსი ღვინო იქნება ბაზარზე მით უფრო დაინახავს საზოგადოება ბოთლის ღვინის ღირსებას. დიდი მადლობა ამ ღვინის მწარმოებლებს!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული