გამოქვეყნებულია: 2 იანვარი, 2013 - 16:45
26.50 ლარი
ალუბლისფერი ღვინოა, ნაკლებ ინტენსიური შეფერვის. ადგილობრივი, ქართლური ჯიშიდან, შავკაპიტოდანაა დაყენებული. მარტივი ღვინო ნამდვილად არ ეთქმის, არც ისე ადვილია დასახასიათებლად. იგრძნობა წითელი ხილი, ძალიან მწიფე ალიბუხარი ქლიავი, ალუბალი, ცოტათი შავი მოცხარი. ჩანს მუხის კვალიც, რომელიც დაბოლოებისკენ უფრო ძლიერდება და მოხალულ გემოსაც ტოვებს. მიაყოლეთ გრილზე შემწვარ ძეხვეულს, შაშხს, სუჯუხს.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი